top of page

docs.google.com რუსეთში აიკრძალა

16 სექტემბერი

დღეიდან რუსეთში docs.google.com-ის გამოყენება შეზღუდულია. ვებ-გვერდი დაბლოკილია რუსეთის მსხვილი სატელეკომუნიკაციო ოპერატორების მიერ: MTS, MegaFon და Rostelecom.


ცენზურა მიმართულია ნავალნის პარტიზანული ბრძოლის წინააღმდეგ. იგი, თავისუფლებაზე მყოფ თანამოაზრეებთან ერთად, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ერთი კონკრეტული კანდიდატის ირგვლივ, პარტია „ერთიანი რუსეთი-ის“ წინააღმდეგ გაერთიანებას ცდილობს ქვეყნის 225-ვე საარჩევნო ოლქში.


სტრატეგია:


შეიქმნა აპლიკაცია “Navalny”. ხმის მიცემამდე, ამომრჩეველი აპლიკაციაში საკუთარ მისამართს წერს. ამის შემდეგ კი მიიღებს იმ კანდიდატის სახელსა და გვარს, რომელსაც ხმა უნდა მისცეს მიუხედავად იმისა, იზიარებს თუ არა კანდიდატის პოლიტიკურ შეხედულებებს.


„ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკოსი აღმოჩნდეს პარლამენტში, რომლებიც არ იქნებიან კრემლის მიერ დამტკიცებულები“ - განაცხადა ნავალნის ერთ-ერთმა თანამებრძოლმა, რუსლან შავედინოვმა - „ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გამოიწვევს ტურბოლენტობას სისტემის შიგნით, რაც ჩვენთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია“.


ამ სტრატეგიას „ჭკვიანი ხმის მიცემა“ (умное голосование) ეწოდა. შეიქმნა შესაბამისი ვებ-გვერდი smartvote.org, რომელიც, აპლიკაციის მსგავსად, ამომრჩეველს შესაბამისი კანდიდატის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.


გასული დღეების განმავლობაში როგორც აპლიკაცია, ისე ვებ-გვერდი დაიბლოკა რუსეთის ფედერალური ცენზორის მიერ. სწორედ ამის შემდეგ docs.google.com-ზე განთავსდა იმ კანდიდატთა სიები, რომლებისთვისაც ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს ხმა უნდა მიეცა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ოლქში.


მსგავსი სტრატეგია Brexit-ის მოწინააღმდეგეების მიერ გამოყენებული იყო 2019-ის წლის არჩევნებზე, თუმცა უშედეგოდ - მაშინ ლეიბორისტულმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა.


ამას გარდა, პერსონალურად ნავალნი რუსეთში განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობს. „ლევადა“ ცენტრის კვლევების თანახმად, ივნისში მისი რეიტინგი 14% იყო. https://bit.ly/3Aha2CS


მიუხედავად ამისა, რუსეთის მმართველი პოლიტიკური ელიტა შეშფოთებულია და ინტერნეტ-სივრცეზე რკინის ფარდის გადაფარებას ცდილობს. ეს მიუთითებს, მათ შორის,  იმაზე, რომ კრემლი ზრუნავს რუსეთის „სუვერენული დემოკრატიის“ მოკრძალებული ლეგიტიმაციის შენარჩუნებაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.


რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის 17-19 სექტემბერს გაიმართება.

bottom of page