top of page
აკადემიური დისკუსია
წინამდებარე რუბრიკაში 2020-2021 წელს ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შესრულებული აკადემიური ესეები და მათზე სხვა ავტორთა რეცენზიებია თავმოყრილი. აქვეა წარმოდგენილი ვიდეო ინტევიუები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან. არსებითად, ესაა დისკუსია რუსეთის თემაზე, რომელიც ფართოდ და ნაირფერადაა გაგებული. ქართველი ავტორები მსჯელობენ იმაზე თუ რაა რუსული პოლიტიკური ელიტა, სოციოლოგიური მეცნიერება რუსეთში, რუსული პოლიტიკური ეკონომიკა თუ ლიტერატურა. პროფესიონალი რუსი ისტორიკოსი, პოლიტიკის მეცნიერი და სოციოლოგი პასუხობენ ქართველთა ტექსტებს. ჩვენი მიზანი აკადემიური დისკუსიაა რუსულ ცივილიზაციურ ფენომენზე და, იმედია, წინამდებარე ტექსტები და ინტერვიუები ამას ხელს შეუწყობს.
bottom of page