top of page

“საბჭოთა მონუმენტების ომი“ და რუსული რბილი ძალა ესტონეთში

Image-empty-state.png

გიორგი ლაზარიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 15 მაისი, 2022

Eduard Konstvik

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მეორე მსოფლიო ომის მიმართ განსხვავებული სენტიმენტები არსებობს. დროთა განმავლობაში რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის პოსტსაბჭოთა სივრცის მეხსიერების პოლიტიკა განსხვავებულ ნარატივებს იძენდა. ამ მხრივ ხაზგასასმელია ესტონეთის შემთხვევა,ვინაიდან, აქ ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა არამარტო საბჭოთა კავშირზე, არამედმეორე მსოფლიო ომზეც. როგორც საზოგადოებრივ, ისე აკადემიურ წრეებში მუდმივად ისმის შეკითხვა: „მეორე მსოფლიო ომის შედეგი ესტონეთისათვის - გათავისუფლება თუ ოკუპაცია?“.


რუსეთის, როგორც საბჭოთა კავშირის სამართლებრივი და პოლიტიკური მემკვიდრის ლეგიტიმაცია ანტისაბჭოური განწყობების მაქსიმალურ დემონიზებაზე დგას. თუკი რომელიმე საზოგადოებამეორე მსოფლიო ომს რევიზიონისტულად მიუდგება, მაშინვე ისმის რუსეთის ბრალდებებინეოფაშიზმის აღმოცენებაზე. ჯერ კიდევ საბჭოთა რუსეთში ჩამოყალიბდა ნარატივი „დიდსამამულო ომზე“, როგორც უშუალოდ რუსულ ტრიუმფზე. ეს ნარატივი განსაკუთრებითრომანტიზებულია საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსულ დიასპორაში. დროთა განმავლობაში გამოიკვეთა, რომ საბჭოთა სიმბოლიკა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული დომინაციის სიმბოლოა,ხოლო თავად რუსეთისათვის კი რბილი ძალის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი.


ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების მემორიალს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში შევხვდებით.თუმცა, ამ სიმბოლიკის მიმართ იმ ქვეყნების დამოკიდებულება რომლებმაც რუსული ოკუპაცია დარეპრესიები გამოცადეს, არაერთგვაროვანი და ზოგჯერ, ანტაგონისტურია. ამ მხრივ გამონაკლისიარც ესტონეთია, სადაც მეორე მსოფლიო ომს უკავშირდება ესტონეთის სახელმწიფოებრიობისშეწყვეტა.


აღსანიშნავია ისიც, რომ ესტონეთში რუსულენოვანი მოსახლეობა 25-30% შეადგენს,რომელთათვის საბჭოთა სიმბოლიკა საკრალურად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ესტონურ საზოგადოებაში 9 მაისი გამორჩეულია პოლიტიკური დაძაბულობითა და საზოგადოებრივიდაპირისპირებით. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საბჭოთა სიმბოლიკა რუსული აგრესიის პროპაგანდისტული ნაწილი გახდა. ყოველ წელს და განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის ომისდაწყების შემდეგ, ესტონეთში საბჭოთა მონუმენტების დაზიანებისა და გადაღებვის ათეულობითშემთხვევა დაფიქსირდა. ყველაფერი კი 2007 წლის „ბრინჯაოს ჯარისკაცის“ კრიზისით დაიწყო,რომელიც ორად გახლეჩილი ესტონური საზოგადოებისა და რუსული რბილი ძალისდემონსტრირების მთავარი სიმბოლოა.


„ბრინჯაოს ჯარისკაცის“ კრიზისი


„ტალინის ბრინჯაოს ჯარისკაცი“-ს სახელით არის ცნობილი მეორე მსოფლიო ომის ყველაზეკონტრავერსიული მონუმენტი, რომელიც ესტონელებისათვის საბჭოთა დომინაციის სიმბოლოსწარმოადგენს. 1939 წლის 23 აგვისტოს დადებული მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად ესტონეთი საბჭოთა გავლენის სფეროში მოექცა, რასაც მისი ოკუპაცია მოჰყვა.


1944 წელს ესტონეთის დედაქალაქი ტალინი დაიკავა საბჭოთა არმიამ. სწორედ ისტორიის ამმოვლენასთან ასოცირდება ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც ესტონელების პროტესტის მთავარი მიზეზია. საბჭოთა რეჟიმის წარმომადგენლებმა ქალაქის ოკუპაციისთანავე გადაწყვიტეს, რომ ტალინის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე დაემარხათ საბჭოთა ჯარისკაცები და მოეწყოთ მემორიალი.ამის მიუხედავად, ესტონელებმა, ტალინში, რაკვერსა და ტარტუში მემორიალები ააფეთქეს.მოგვიანებით კი, 1947 წელს, საბჭოთა რეჟიმმა კვლავ აღმართა მემორიალი, რომელიც 60 წლისმანძილზე ქალაქის ცენტრში ხელუხლებლად იდგა. საბჭოთა ჯარისკაცის ეს ქანდაკება ესტონელთა მეხსიერებაში ოკუპაციის, მორჩილებისა და შიშის სიმბოლოდ იქცა, რომელიც მრავალ ადამიანსახსენებდა შიმშილს, გადასახლებებს, რეპრესიებსა და იძულებითი რუსიფიკაციის პოლიტიკას.პარადოქსულია, რომ მეორე მხრივ, იგივე საზოგადოებაში, რუსულენოვანი მოსახლეობისათვის ბრინჯაოს ქანდაკება მთავარი სიამაყე, მათი იდენტობის განუყოფელი ნაწილი და "დიდ სამამულოომში“ ტრიუმფის სიმბოლოდ იქცა. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის მემორიალებისსაკრალიზება, განსაკუთრებით, 1995 წლის 9 მაისიდან დაიწყო, როდესაც პოსტსაბჭოთა რუსეთმა პირველად აღნიშნა ეს დღე აღლუმითა და საბჭოთა სიმბოლიკით, რამაც ცხადი გახადა, რომსაბჭოთა ტანკებთან ერთად, რუსეთი საბჭოთა კავშირის ექსპანსიონისტური პოლიტიკისმემკვიდრეობაზეც აცხადებდა პრეტენზიას.


დამოუკიდებელი ესტონეთის ვესტერნიზაციის პარალელურად, რუს მოსახლეობაში მატულობდაგაუცხოების შეგრძნება და საბჭოთა ნოსტალგიები. დაძაბულობამ ესტონელ და რუს მოსახლეობას შორის პიკს 2007 წელს მიაღწია. იმ დროისათვის ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდნენესტონელი ნაციონალისტები და პრო- რუსი აქტივისტები, რომლებმაც ორგანიზაცია „ღამის დარაჯი“ შექმნეს იმისათვის, რომ ბრინჯაოს ქანდაკება ხელყოფისაგან დაეცვათ. იმჟამინდელმამთავრობამ, ხანგრძლივი დემონსტრაციებისა და სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე, 2007 წლის იანვარში, ბრინჯაოს ქანდაკებისა და საფლავების ქალაქის ცენტრიდან საგანგებო ადგილზე,ქალაქის სასაფლაოს ტერიტორიაზე გადატანისათვის შესაბამისი პროცედურები დაიწყო.

რუსეთის დუმამ ამ მოვლენას „ნეონაცისტური და რევანშისტული“ განწყობების ესტონურიგამოძახილი უწოდა. ამ განცხადებას მალევე მოჰყვა რუსული პროპაგანდა, დეზინფორმაცია დაპანიკა ესტონეთის რუსულენოვან მოსახლეობაში. პოლიტიკურმა კრიზისმა და რუსი მოსახლეობის მასობრივმა დაუმორჩილებლობამ იფეთქა 2007 წლის 26-29 აპრილს, როდესაც დემონსტრაციებიგადაიზარდა ხანძრებსა და მაღაზიების ორგანიზებულ ძარცვებში. ამის ფონზე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მემორიალისა და საფლავების ქალაქის ცენტრიდან დაუყოვნებლივი გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.


The New York Times

რუსეთის მიერ წაქეზებულ დემონსტრაციებსა და დაუმორჩილებლობას, სამთავრობო ორგანოებზეკიბერთავდასხმები დაემატა. ესტონეთის სახელმწიფო აპარატსა და საბანკო სისტემაზეგანხორციელებულმა რუსულმა კიბერ-შეტევებმა ქვეყანაში, ფაქტობრივად, კოლაფსი გამოიწვია, რომელიც 27 დღემდე გაგრძელდა. მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, რუსეთის დუმამ ტალინშისაგანგებო დელეგაციის წარგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. დელეგაციის ხელმძღვანელმანიკოლაი კოვალიოვმა გამგზავრებისას პრესასთან განაცხადა, რომ მათი მოთხოვნა იმჟამინდელიმთავრობის გადადგომა იყო, რაც უკიდურესად არაეთიკურ და დიპლომატიურად გაუმართლებელნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. მეტიც, დელეგაციამ უარი განაცხადა ყველა ოფიციალურ, ჩანიშნულშეხვედრაზე. მათ მოინახულეს მონუმენტის ახალი ადგილსამყოფელი და ყვავილებით შეამკეს იგი, რაც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ახალი ადგილის ერთგვარი ლეგიტიმაცია იყო. ამას მოჰყვასიტუაციის დეესკალაცია და დემონსტრაციების დასრულება. თუმცა, ქალაქმა მიიღო მილიონობითევროს ოდენობის ზარალი და ათასობით დაკავებული რუსი აქტივისტი. „ბრინჯაოს ჯარისკაცის კრიზისი“ მნიშვნელოვანია არამარტო ესტონური საზოგადოებისათვის, არამედ დანარჩენიპოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის. ვინაიდან, 14 წლის წინანდელი ეს მოვლენა პირველი პრეცედენტიიყო იმ დოქტრინისა, რომელზეც რუსეთის რბილი ძალაა დაფუძნებული.


რუსული დიასპორა - რბილი ძალის მთავარი იარაღი


2007 წელს ვლადიმერ პუტინის ინიციატივით შეიქმნა „რუსული სამყაროს“ ფონდი, რომლისმთავარი კონცეფცია რუსეთს მიღმა მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა იყო. მრავალიწელია რუსული დიასპორა საზღვარგარეთ რბილის ძალის მთავარ იარაღად იქცა. ნიშანდობლივია,რომ ფონდის შექმნა დაემთხვა ტალინის „ბრინჯაოს ჯარისკაცის“ კრიზისს.


თუმცა, ფონდის შექმნას წინ უძღოდა ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩამოყალიბებული რუსული პოლიტიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ რუს მოსახლეობასთან მიმართებით. ცნობილმაპოლიტოლოგმა და ექსპერტმა, სერგეი კარაგანოვმა 1992 წელს ჩამოაყალიბა მოსაზრება,რომელსაც პოლიტიკის მეცნიერებაში კარაგანოვის დოქტრინა ეწოდა. იგი რუსეთის საგარეოპოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ფუნდამენტად იქცა. დოქტრინის თანახმად, რუსეთს საერთაშორისოპოლიტიკაში პრეტენზია უნდა განეცხადებინა „ახლო საზღვარგარეთში“ მცხოვრებ რუსულენოვანხალხთა უფლებებზე. კარაგანოვის მტკიცებით, რუსეთს მთავარი იარაღი საზღვარგარეთ მცხოვრები რუსულენოვანი დიასპორა (რუსი „თანამემამულეები“) უნდა ყოფილიყო, რათა ისინიგამოეყენებინათ საგარეო პოლიტიკის აქტივებად და გავლენის სფეროების გასაფართოებლად.


რუსეთის სამხედრო დოქტრინის თანახმად, რუსეთის ფედერაციას აქვს ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს სამხედრო ძალა იმისათვის, რომ აღკვეთოს აგრესია რუსეთის ფედერაციის, მისიმოკავშირეებისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ საზღვარგარეთ. ცხადია, რუსეთი ამ პრაქტიკას დღემდე მიმართავს, რა დროსაც, მის მიერ წარმოებულ კონფლიქტებში იყენებსრუსეთის მიმართ ლოალურად განწყობილ მოსახლეობას ეთნიკური, ენობრივი თუ ეროვნულიკუთვნილების ნიშნით, რათა გაამართლოს სამხედრო აგრესია მეზობელ სახელმწიფოებზე. რუსულსაგარეო პოლიტიკაში ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება „კარაგანოვის დოქტრინის“ წარმატებულიმპლემენტაციაზე მეტყველებს. შეიძლება ითქვას, რომ ესტონეთში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობაც (რომელთა უმეტესობა ეთნიკურად რუსია), სხვადასხვა მიზეზით, კრემლს სწორედ ამბერკეტის მოსაპოვებლად სჭირდება.


Peter Schrank, The Economist

1995 წელს რუსეთის დუმამ მიიღო დადგენილება რუსული დიასპორის დახმარებისა დათანამემამულეების მფარველობის დეკლარაციის დამტკიცების შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტში „რუსი თანამემამულე“ განმარტებულია, როგორც სსრკ-ს ყოფილ წევრ ქვეყანაში ან რუსეთში მცხოვრები ადამიანი, განურჩევლად ეროვნული, ეთნიკური, ენობრივი, რელიგიური და სხვამახასიათებლებისა, რომელიც აღიარებს თავის სულიერ ან კულტურულ-ეთნიკურ კავშირს რუსეთისფედერაციასთან. აქედან გამომდინარე, „რუსი თანამემამულის“ ამგვარი ინტერპრეტაცია ხელსაძლევდა რუსულ აგრესიას მეზობელ ქვეყნებში აგრესიული ომის საწარმოებლად.


რუსულენოვანი მოსახლეობა ესტონეთში


დღესდღეობით ესტონეთში რუსული დიასპორა 322,700 ადამიანს შეადგენს. აქედან, 70 000 რუხი პასპორტით მოსარგებლე პირია, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოქალაქეობის არმქონე პირებად დარჩნენ. უშუალოდ რუსეთის მოქალაქე 90 000-მდე პირია, რომელთა 94%პუტინის რეჟიმის ერთგული მხარდამჭერია, რაზეც არჩევნების შედეგები მეტყველებს. 2018 წლისკვლევების თანახმად, რუსი მოსახლეობის მხოლოდ 12%-ია რუსული ჰიბრიდული ომის მიმართმოწყვლადი. თუმცა, 4 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი, კრემლის აგრესიული პოლიტიკისკვალდაკვალ, მნიშვნელოვნად უნდა იყოს გაზრდილი.


2008 წლიდან ესტონეთმა შეიმუშავა ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის პოლიტიკა, რომელიც,პირველ რიგში, რუსულენოვან მოსახლეობაზე იყო მიმართული. ამ პოლიტიკის მთავარი მიზანი ესტონეთში რუსი მოსახლეობის სოციალიზაცია და რუსული რბილი ძალის რისკების შემცირება იყო.სახელმწიფო დღემდე ახორციელებს ინტეგრაციის წარმატებულ პოლიტიკას, რაც ესტონური ენისშესწავლაში, მოქალაქეობის მიღებასა და საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვაში გამოიხატება.თუმცა, მცდელობების მიუხედავად, რუსი მოსახლეობა კვლავ რჩება რუსული პროპაგანდის მიმართყველაზე მოწყვლად ჯგუფად, რაც რუსეთ- უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა.


„მონუმენტების ომი“


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის საზღვრებს მიღმა 22 000-მდე საბჭოთაჯარისკაცის სასაფლაო და მონუმენტია, რომელთა უმრავლესობა მე-20 საუკუნის 40-50-იან წლებშიააგებული. შესაბამისად, ბუნებრივი მოვლენაა, როგორც საფლავისათვის, ისე მონუმენტებისათვის ადგილის ცვლილება. თუმცა, ამ ფაქტზე კრემლის რეაქციები განსხვავებულია ქვეყნებისა დამათთან საერთო ინტერესების მიხედვით.


"მონუმენტების ომი" მხოლოდ იმ ქვეყნებში ვლინდება, სადაც საბჭოთა ოკუპაციის მიმართსაზოგადოება ნეგატიურად განწყობილია. მაგალითისათვის, 1999 წელს ჩინეთის ხელისუფლებამსაბჭოთა მონუმენტის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. კომიკურია ის ფაქტი, რომ 2007 წლის ესტონეთის „ბრინჯაოს ჯარისკაცის“ კრიზისის ფონზე, მოსკოვის ოლქში, ქალაქ ხიმკიში, მაგისტრალის მშენებლობის მიზეზით საბჭოთა მონუმენტი დაანგრიეს, თუმცა, ამ ფაქტს არანაირი პროტესტი და რეაგირება რუსულსაზოგადოებაში არ მოჰყოლია. ეს კი ეჭვს ამყარებს რუსეთის მიერ საბჭოთა მონუმენტებისპროპაგანდისტული მიზნებისათვის გამოყენებაზე.


2020 წელს პრაღაში დემონტაჟი გაუკეთდა საბჭოთა ფელდმარშალი ივან კონევის ბრინჯაოს მონუმენტს, რომელიც საბჭოთა რეპრესიების შემოქმედი იყო ბუდაპეშტსა და პრაღაში. აღნიშნულმოვლენას მკვეთრად ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა რუსეთის საზოგადოებრივ წრეებში. ხოლორუსეთის დუმამ კი, საპასუხოდ, ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში, რომლითაცდასჯადად გამოაცხადა „მამულისათვის“ ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალისდანგრევა/დაზიანება როგორც რუსეთში, ისე საზღვრებს მიღმა. ცხადია, ეს არის სამართლებრივი პარადოქსი, რადგან რუსული სისხლის სამართლის იურისდიქცია ვერ გავრცელდება მის საზღვრებსმიღმა. თუმცა, ეს აქტი მკაფიო პოლიტიკური გზავნილი იყო იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაცკრემლი თავისი გავლენის სფეროებად მიიჩნევს.

ესტონეთს საბჭოთა რეჟიმისაგან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის დროსუწევდა. სწორედ ამის გამო, 2004 წელს, ქალაქ პიარნუში რეჟიმთან დაუმორჩილებლობისსიმბოლოდ გერმანიის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ესტონელი პარტიზანის მონუმენტიაღიმართა, რომელიც არ ატარებდა ფაშისტურ სიმბოლიკას. მიუხედავად რუსეთის მწვავეკრიტიკისა და ბრალდებებისა, ესტონური საზოგადოება ამ მონუმენტის მიმართ გაცილებითლოიალურია, ვიდრე საბჭოთა ჯარისკაცის მიმართ, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის სიმბოლოდრჩება. მონუმენტს მოგვიანებით ადგილი შეუცვალეს და იგი მოკრძალებულ ადგილს იკავებდატალინთან ახლოს, ქალაქ ლიჰულაში.


EPA-EFE/Martin Divisek

2022 წლის 9 მაისს ესტონეთის ქალაქ ტარტუს მერმა მიმართა თავდაცვისა და კულტურისსამინისტროებს, რათა ცენტრალურ პარკში არსებული საბჭოთა მემორიალის დემონტაჟისა დაჯარისკაცების გადასვენების პროცესი დაიწყოს. აღსანიშნავია, რომ ამ პარკში ესტონელების ყველაზე საამაყო - ეროვნული მუზეუმია განთავსებული, რომელიც 1944 წელს საბჭოთა ჯარებმა დაბომბეს. ასევე, ესტონელი ისტორიკოსები წარწერას: „ტარტუს ახსოვს და უმადლის თავისმცველებსა და განმათავისუფლებლებს“ (Тарту помнит и благодарен своим защитникам иосвободителям") ისტორიის გაყალბებას უწოდებენ. 11 მაისს კი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა, განაცხადა, რომ მხარს უჭერს ესტონელთათვის შეურაცხმყოფელი საბჭოთა მონუმენტების დემონტაჟის იდეას. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ოკუპაციის წამახალისებელი სიმბოლიკა ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი ესტონეთის იდეას და ამ მხრივ, წესრიგის დამყარება უახლოეს პერიოდში დაიგეგმება.


სიმბოლოებთან ბრძოლის ესტონური პრაქტიკა


რუსეთის ჯარების მიერ უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ განწყობები ესტონურ საზოგადოებაში მკაფიოდ შეიცვალა. ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომრუსებმა პუტინს ზურგი აქციეს, თუმცა ეს მოსაზრება ემპირიული კვლევებისა ან არჩევნებისშედეგებში არ მტკიცდება. მეტიც, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუს მოსახლეობაშიგარკვეულწილად გაძლიერდა პროპუტინისტური განწყობები.


24 თებერვლიდან დღემდე ესტონეთში კრიმინალიზებულია ომის სიმბოლო “Z”. ასევე, შეწყდარუსული პროპაგანდისტული ტელეარხების ტრანსლაცია. 26 აპრილს ესტონეთის პარლამენტმა (Riigikogu) სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმად, დასჯადიგახდა როგორც აგრესორი ქვეყნის მხარდაჭერა და ნებისმიერი ფორმით დახმარება, ისე აგრესორი ქვეყნის სიმბოლიკის საჯარო დემონსტრირება. 9 მაისთან დაკავშირებით კი, აიკრძალა ყველა ღონისძიება და სიმბოლიკის გამოყენება.

ხელისუფლების განხორციელებულ ანტი-რუსულ პოლიტიკას მალევე მოჰყვა რუსულიპროპაგანდისტული ორგანიზაციების ამოქმედება. ომის დაწყების შემდეგ ესტონეთში დაფუძნდამოძრაობა „ერთად“ (KOOS/ВМЕСТЕ). ორგანიზაციის დამფუძნებელი ეთნიკურად ესტონელი აივოპეტერსონია - პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, რუსულენოვანი მოსახლეობის მთავარილობისტი და პრო-რუსი პოლიტიკოსია, რომელიც პოლიტიკურ მიმართვებს რუსულ ენაზე აკეთებს.იგი გმობს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას და ნეიტრალიტეტისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას.შესაბამისად, იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს რუს დიასპორაში. იგი აქამდეც ატარებდა წმ.გიორგის ლენტას და ინტერვიუში არაერთხელ ახსენებდა, რომ დღესდღეობით ის „დონბასისდაცვის“ სიმბოლოა.


ომის დაწყების დღიდან, ესტონეთის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად,რუსი მოსახლეობა მზარდი აგრესიით გამოირჩევა უკრაინული სიმბოლიკისა და უკრაინელიდევნილების მიმართ, რომელიც რუსული პროპაგანდისა და რბილი ძალის წარმატებული მუშაობისშედეგია.


დასკვნა


ესტონეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ველი საბჭოთაპროპაგანდისტული მონუმენტები იყო, რომელიც 1944 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.დღესდღეობით ესტონეთის ყველა ქალაქში შეხვდებით საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისსიმბოლოს. რუსული პროპაგანდა კი, ამ სიმბოლიზმს „ნეოფაშისტურ და ნაციონალისტურ“პოლიტიკას უწოდებს.


ესტონეთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც, ჯერ კიდევ 2007 წელს, რუსულმა რბილმა ძალამსერიოზული კრიზისი გამოიწვია და საზოგადოება ორად გახლიჩა. ესტონეთის გამოცდილება და მისი მიდგომები რუსული პროპაგანდის მიმართ ყურადსაღებია ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისათვის,განსაკუთრებით კი, საქართველოსთვის. საბჭოთა სიმბოლიკა და რუსული დიასპორა ის ორიელემენტია, რომელიც რუსეთის ტრადიციულ ბრძოლის იარაღად იქცა პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამაზე მეტყველებს საქართველოსა და უკრაინაში დაწყებული სამხედრო აგრესიის მოსამზადებელი წინა პერიოდები. აქედან გამომდინარე, ესტონური საზოგადოება განსაკუთრებული სიფრთხილითეკიდება რუსულენოვანი მოსახლეობის პროვოკაციულ მოქმედებებს.


მაშინ, როდესაც ესტონეთის გამოცდილება რუსულ რბილ ძალასთან ბრძოლის გაკვეთილები უნდა იყოს, საქართველოში სტალინის ძეგლს დგამენ და აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკისპროპაგანდას ეწევიან. მას შემდეგ, რაც რუსული იმპერიალიზმი საბჭოთა სიმბოლიზმშიგანსხეულდა, მნიშვნელოვანია ისტორიის რევიზია და ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკისრომანტიზმისგან დაცლა.


მანამ, სანამ ფაშიზმზე გამარჯვება რუსი ხალხის იდენტობის განუყოფელ ნაწილად ყალიბდება,თანამედროვე პოლიტიკურ სისტემაში გაჩნდა რაშიზმი. რუსეთ- უკრაინის მიმდინარე ომი ერთგვარლაკმუსის ქაღალდად იქცა პოსტსაბჭოთა სივრცეში. სწორედ ამიტომ, ესტონეთმა დაუყოვნებლივ აკრძალა როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები, ისე რაშისტული სიმბოლიკა და კიდევერთხელ დაამტკიცა, რომ საზოგადოება საბჭოთა ნოსტალგიებისგან სრულად დაცლილია, რის გამოც, რუსული იმპერიალიზმი აქ ფეხს ვეღარასდროს მოიკიდებს.



 

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები და ინფორმაცია ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს რუსეთის კვლევის ცენტრის თვალსაზრისს.


bottom of page