top of page

კოვიდის რეკორდული მაჩვენებელი რუსეთში

20 ოქტომბერი, 2021

Stacked Wooden Logs
Trans image.png

კირილ კუდრავცევი | usatoday.com

დღეს, რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებისა და სიკვდილიანობის მორიგი რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირების 36 339 ახალი შემთხვევა, ხოლო 1036 ადამიანი გარდაიცვალა.


ყველაზე მეტად ვერაგი ვირუსი მოსკოვს, სანქტ-პეტერბურგსა და  მოსკოვის ოლქს უტევს.


მკვეთრად გაუარესებული ეპიდვითარების გამო, მ.წ. 30 ოქტომბერი - 7 ნოემბრის  პერიოდი არასამუშაო დღეებად გამოცხადდა, სკოლები კი არდადეგებზე დაიხურა.


ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთში გამგზავრების მსურველებს დიდი სიფრთხილე და წინდახედულობა მართებთ.


მძვინვარე კორონავირუსთან გასამკლავებლად 28 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე მოსკოვი და მოსკოვის ოლქი ჩაიკეტება.


მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის გადაწყვეტილებით, 28 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე მოსკოვში დაიხურება კაფე-ბარები, რესტორნები, სტომატოლოგიური კაბინეტები, სავარჯიში დარბაზები, სილამაზის სალონები და არაპირველადი დანიშნულების მაღაზიები.


სკოლებსა და საბავშო ბაღებში გამოცხადდება არდადეგები.

დაიბლოკება 60 წელს გადაცილებული აუცრელი პირების სატრანსპორტო ბარათები.


ღია დარჩება მხოლოდ პროდუქტისა და სხვა პირველადი საჭიროების მაღაზიები, ასევე აფთიაქები.


რუსეთის დედაქალაქს და მის ოლქს ვირუსი ყველაზე მეტად უტევს, ამიტომ ქალაქის თავკაცი თვლის, რომ  ჩაკეტვით ვირუსის ამ მსხვერპლიან შემოტევას მოიგერიებს და ზამთრის მთავარი ბრძოლისთვის უკეთ მოემზადება.

bottom of page