იური დუდის ინტერვიუ მაშა გესენთან

მაშა გესენი, იური დუდი


მაშა გესენი

ერთი თვის წინ რუსი ვლოგერის, რუსეთის ფედერაციის მიერ უცხოეთის აგენტად აღიარებული იური დუდისYouTube არხზე ცნობილ ჟურნალისტთან და მწერალთან, მაშა გესენთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. გესენი, რომელიც პუტინის და კრემლის ცნობილი კრიტიკოსია, დუდთან საუბრისას ბევრ თემას შეეხო, მათ შორის - რა მოხდება პუტინის შემდეგ  და როგორი მომავალი ელის რუსეთის ფედერაციას, როგორც იმპერიას.

 

გესენის აზრით, ,,პუტინი ფიქრობს, რომ ის სამუდამოდ იცოცხლებს. პუტინი და სტალინი ამითჰგვანან ერთმანეთს. ისინი, ორივე, პარანოიკები არიან. ამავდროულად, პუტინი, სტალინისმსგავსად, დარწმუნებულია თავის დაუსჯელობასა და უკვდავებაში. ცხადია, ეს შავი ყუთია დაჩვენ არ ვიცით შიგნით რა ხდება, მაგრამ როგორც ჩანს, საერთოდ არ არსებობს გეგმა თუ ვინიქნება მემკვიდრე, ან რა შეიძლება მოხდეს, თუ პუტინი მოკვდება, ან თუ გახდება უუნარო დავერ შეძლებს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას“.

 

მაშა გესენის მოსმენისას ნათელი ხდება, რომ სტალინისა და პუტინის მსგავსება მხოლოდ ამ ასპექტით არშემოიფარგლება. მას მაგალითად მოჰყავს ჯოშუა რუბენშტეინის წიგნი, ,,სტალინის უკანასკნელი დღეები”და მისი მთავარი იდეა, რომლის მიხედვითაც,  ,,სტალინის სიკვდილი იყო წარმოუდგენელიშესაძლებლობების მომენტი და მსოფლიოში ეს ვერავინ გაიაზრა. მათ ვერ გაიაზრეს ამ შესაძლებლობებისმასშტაბი”.

 

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და ომის დაწყებამ, საპასუხოდ კი უპრეცედენტო სანქციების დაწესებამ დადასავლეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერამ, რუსეთის, როგორც უძლეველი იმპერიისა და მსოფლიოს„მეორე არმიის“ მქონე ქვეყნის იმიჯი დაამსხვრია და, შედეგად, ქვეყნის დასუსტების მოწმეები გავხდით. პუტინის, როგორც ,,უძლეველი“ მსოფლიოს ლიდერის იმიჯის კვდომას მომსწრეები ახალი რეალობის დაშესაძლებლობების წინაშე აღმოვჩნდით.

 

როგორც გესენი ამბობს, ,,ოდესმე პუტინს რაღაც დაემართება. ასეთი გარდამტეხი მომენტებიყოველთვისაა შესაძლებლობების მომენტები, კრიზისის მომენტი ყოველთვისშესაძლებლობების მომენტია. ეიზენჰაუერს ექსპერტები აფრთხილებდნენ, რომ სტალინის მერეშეიძლება ხელისუფლებაში მოვიდნენ ,,ჰარდლაინერები“- ძალიან სასტიკი ადამიანები. ახლა ესკომიკურად ჟღერს, არა? მე მგონია, რომ ეს კომიკურად ჟღერს პუტინის შემთხვევაშიც“.

 

სწორედ ამიტომ, მსოფლიო მზად უნდა იყოს ისეთი ახალი რეალობისთვის, როდესაც  რუსეთისხელისუფლებაში სულაც არ აღმოჩნდებიან ე.წ. ,,ჰარდლაინერები“.

 

გესენის „ღრმა რწმენით, 24 თებერვლის შემდეგ მსოფლიო შეუქცევადად შეიცვალა. ომისშემდეგ რუსეთი არ იქნება ისეთი, როგორიც ახლაა. ამ ადგილას სხვა ფორმირება იქნება, ალბათ, გარკვეული რაოდენობის ფორმირება“.

 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თანამედროვე რუსეთს უფრო ხშირად მოიხსენიებენ როგორციმპერიას, რამაც გამოიწვია დეიმპერიალიზაციაზე მსჯელობა. მაშა გესენის აზრით, ,,დიდია შანსი იმისა, რომ ჩამოყალიბდება პატარა გაერთიანებები ან სხვადასხვა გაერთიანებების აგლომერაცია, რომელიც არაიმპერიული ხასიათის იქნება. ეს იქნება დიდი შესაძლებლობა მათთვის, ვინცცხოვრობს ან იცხოვრებს იმ ტერიტორიაზე, რომელიც ახლა რუსეთის ფედერაციის ნაწილია. ეს, პირველ რიგში, არის ახალი ისტორიის მშენებლობის შესაძლებლობა. ისტორიაში მე არვგულისხმობ ომების ისტორიას, არამედ ისტორიას როგორც ნარატივს - რას ვყვებით ჩვენშესახებ.

 

რუსეთს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 31 წლის განმავლობაში, არ შეუქმნია არაფერიდიდ სამამულო ომში გამარჯვებისა და კოსმოსის დაპყრობის ჩასანაცვლებლად. ეს არისდიდებით შემკული ისტორიები. შეუძლია რუსეთს შექმნას ისტორია, რომელიც იქნება არადიდებაზე, არამედ ნდობაზე, კეთილდღეობაზე, ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისბედნიერებაზე, ურთიერთზრუნვაზე, სიკეთეზე ბოლოსდაბოლოს?

 

მე არ მგონია, რომ ამის მისაღწევად აუცილებელია დაშლა [რუსეთის ფედერაციის], მაგრამმგონია, რომ რაღაც ალბათობით, ეს [რუსეთის ფედერაციის დაშლა] დაგვეხმარებოდა, რადგან, როგორც ჩანს, ასეთ უზარმაზარ მიწაზე ძნელია ამ ტერიტორიის სიდიადის გარდა სხვა რამეზეფიქრი.

 

ყოფილ საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთის ფედერაციის საზღვრებს გარეთაღმოაჩინეს საკუთარი თავი, შეუძლიათ ისაუბრონ საბჭოთა წარსულზე - ტოტალიტარულიტერორის წარსულზე, როგორც ისეთ რაღაცაზე, რაც სხვებმა დამართეს მათ. ხოლო რუსეთს არაქვს ასეთი შესაძლებლობა - დადგეს პირისპირ სუიციდური ტერორის წინაშე და თქვას, რომ ესჩვენ საკუთარ თავს გავუკეთეთ? რომ ჯალათები მსხვერპლებს შორის ცხოვრობდნენ?

 

თუ გადავხედავთ როგორ პოულობენ ქვეყნები ზოგადად გზას ტოტალიტარიზმის შემდეგ, დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა ეს ქვეყანა რაიმე ახალი ამბის მოყოლას თავისშესახებ. მაგალითად, პოსტ-ტოტალიტარული პოსტ-იმპერიულ ისტორიას. ბალტიისპირეთისქვეყნები დაახლოებით ასეთ ისტორიას ჰყვებიან: ჩვენ კარგი ხალხი და დემოკრატიულისახელმწიფო ვიყავით. მერე მოვიდა საბჭოთა კავშირი, მერე მოვიდნენ ფაშისტები, მერე ისევსაბჭოთა კავშირი, მერე ყველაფერი ცუდი დასრულდა, ოკუპაცია დასრულდა, ყველაფერიცუდი მათთან ერთად წავიდა და ახლა ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ იმას, ვინც ვიყავით - ჩვენ ვიყავით კარგები. ჩვენი ვიყავით დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებულიიყო ნდობაზე. ეს საშინლად გამარტივებული ისტორია აჩუმებს იმ ფაქტს, რომ ბალტიისრამდენიმე ქვეყანაში ოცდაათიანების სხვადასხვა დროს იყო დიქტატურა და კოლაბორაცია დაა.შ. მაგრამ, ამ ისტორიის მოყოლით [პოზიტიურზე აქცენტით] ერს უჩნდება შანსი მომავლისკოლექტიური ხედვის ჩამოყალიბებისა. რუსეთში არ არსებობს მომავლის ხედვა, არ არსებობსიდენტობა, რომელიც დაფუძნებული არ იქნება იმაზე თუ როგორი დიადები ვართ ჩვენ, არამედ იმაზეთუ როგორი კარგები ვართ.

 

მაშა გესენი რუსი წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალია, რომელიც ცნობილია, როგორცპუტინის და კრემლის კრიტიკოსი და ლგბტქ აქტივისტი. ის 11 წიგნის ავტორია, მათ შორისაა „ადამიანისახის გარეშე: ვლადიმერ პუტინის ძნელად წარმოსადგენი აღზევება” (2012) და ,,მომავალი ისტორიაა: როგორ დაიბრუნა ტოტალიტარიზმმა რუსეთი“ (2017). 1981 წელს გესენის ოჯახი ამერიკის შეერთებულშტატებში გადავიდა საცხოვრებლად ამერიკის ლტოლვილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში. 1991 წელს, 24 წლის ასაკში, გესენი მოსკოვში დაბრუნდა, სადაც მუშაობდა ჟურნალისტად. 2013 წლისდეკემბერში ის, ოჯახთან ერთად, ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, რისი მიზეზიც გეი პროპაგანდისკანონის მიღების შემდეგ რუსეთის ხელისუფლების მიერ გაჟღერებული საკითხი გახდა - ისინი ამბობდნენ, რომ გეი მშობლებს შვილებს წაართმევდნენ.  ის არის რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატებისმოქალაქე.

 

იური დუდი ცნობილი რუსი ჟურნალისტია. 2017 წელს სოციალური მედიის პლატფორმაზე “Youtube“ დაიწყოგადაცემების სერია - მეტწილად რუსეთზე. მის არხს вДудь 10 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. უკრაინაშირუსეთის შეჭრის შემდეგ ის აქტიურად აკრიტიკებს რუსეთის მთავრობას და უკრაინაში რუსეთის ომს, რომელსაც „იმპერიულ სიგიჟედ“ მოიხსენიებს. 2022 წლის 15 აპრილს დუდი რუსეთის ფედერაციისიუსტიციის სამინისტრომ უცხოეთის აგენტად ცნო.