top of page

ლევ გუდკოვის „მეორადი, ანუ განმეორებადი ტოტალიტარიზმი“ როგორც რუსული „ქეისი“, პოსტ-საბჭოეთის შედარებითი კვლევის ქარგა და თეორიული კონსტრუქტი


დავით დარჩიაშვილი | კრიტიკა | 4 აპრილი, 2021


ლევადა ცენტრის დირექტორის, ლევ გუდკოვის დასახელებული ნაშრომი რამოდენიმე მხრიდანაა საინტერესო. უპირველეს ყოვლისა, იგი სოციოლოგის თვალით დანახული თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური სისტემის სურათს გვთავაზობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გუდკოვი დემოკრატიზაციის მარცხის რუსულ ისტორიულ „ქეისს“ აღწერს. გარკვეულწილად, მარტო ამის გამოც შეიძლება, დაინტერესებულმა მკითხველმა ეს სტატია სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების შედარებითი ანალიზისათვის გამოიყენოს. გუდკოვი თავადაც ცდილობს პარალელების გავლებას. მისი თქმით То, что российские сценарии консервативного номенклатурного реванша повторяются на постсоветском пространстве, говорит о том, что это не случайности, а проявление определенных закономерностей эволюции распада и регенерации тоталитарного социума, слабость его организации или ограниченность его дееспособности при более высоком организационном потенциале институтов насилия, быстро восстанавливающихся после первого поражения и краха базовых структур принуждения.[1] მაგრამ ამ აბზაცში იკითხება გუდკოვის მთავარი აკადემიური ჩანაფიქრი, მის მიერ შემოთავაზებული კონცეფცია თუ მოდელი: სტატიის თანახმად, რუსეთსა და პოსტსაბჭოური სივრცის დიდი ნაწილის ანალიზს არა ტრანზიციის, არამედ ტოტალიტარიზმის აღორძინების კონცეფცია სჭირდება.


სტატიის დასაწყისი გარკვეულ დაბნეულობას იწვევს, რადგან ავტორი აკრიტიკებს რუსეთის როგორც ევრო-ამერიკელ, ისე მის თანამემამულე მკვლევართა საგრძნობ ნაწილს. ერთი შეხედვით, ჭირს გაგება, თუ რას ერჩის ავტორი ავტორიტარული რეჟიმების დემოკრატიული ტრანზიციის  თეორიას, რომელსაც ბევრი ლიბერალი მოაზროვნე მოუხიბლავს; ხომ არაა ეს ლიბერალური მსოფლმხედველობის მიუღებლობა გუდკოვის მხრიდან? თუმცა მალევე ხდება ნათელი, რომ ტრანზიტოლოგია გუდკოვისათვის დემოკრტიის მარცხთან „დროებითი“ შეგუების გზაა, რაც როგორც დასავლეთში, ისე რუსეთის განათლებულ წრეებში პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობის სულისკვეთებას უწყობს ხელს. ეგებ ამიტომაც, გუდკოვი ირჩევს ტოტალიტარიზმის „მივიწყებულ“ თუ მოძველებულ კონცეფტს და პუტინიზმს მისით ხსნის. რჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორს სჯერა - ამგვარი იარლიყი ბევრად უკეთ შეაძლებინებს დემოკრატიულ ძალებს არა მხოლოდ აკადემიური, არამედ მორალური არჩევანის გაკეთებას კრემლთან ურთიერთობებში.


რაში მდგომარეობს ლევ გუდკოვისეული მეორადი თუ განმეორებადი ტოტალიტარიზმი? საინტერესოა, რომ კონცეფციის კონსტრუირებისას, თანამედროვე რუსეთის ერთერთი წამყვანი სოციოლოგი ყოველგვარი კომპლექსების გარეშე იყენებს ცნობილი ჟურნალისტის, იულია ლატინინას პუბლიცისტურ დაკვირვებებს: «Нынешнее государство не имеет на самом деле единого мозга, из которого оно управляется. Оно в какой-то степени не имеет мозга вообще. Ему, как динозавру, мозг заменяют инстинкты — хватательный, стрекательный и оборонительный. Кроме того, это государство принципиально сдается в аренду социально близким. Если вы меня спросите, кто такой член путинской элиты — это человек, который может взять в аренду кусочек государства. … Если ты убьешь, украдешь, опозоришься — с тебя никогда не спросят. Спросить могут, только если ты сделал что-то хорошее. Бесспорно, творцом этой уникальной системы является лично Путин. Это его детище. Это его архитектура. Это новый феодализм, в котором приближенным и избранным делегируется право на насилие не потому, что государство не хочет творить насилие само, — оно хочет и может. Но потому, что оно не всегда хочет отвечать. Система выстроена так, чтобы не отвечать»[2] ლატინინა აქ „ფეოდალიზმზე“ საუბრობს, მაგრამ გუდკოვისათვის ეს არაა წინააღმდეგობა, როგორადაც „ტოტლიტარიზმის“ და „ფეოდალიზმის“ შერწყმა სქოლასტიკოს ისტორიკოსს მოეჩვენებოდა. არსებითი აქ ძალადობის მექანიზმთა პრივატიზებაა, რაც ლევადა ცენტრის მკვლევარებს პუტინის მმართველობის ერთერთ მახასიათებლად მიაჩნიათ. ამის მიღმა კი, გუდკოვისათვის, იკვეთება უშუალოდ ტოტალიტარული საბჭოთა წარსულის გაგრძელება.


მისი პოსტსაბჭოური მეორადობა, შესაძლოა, იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს კომუნისტთა დროინდელი რევოლუციური მოძრაობა და აღარც ძველი, ერთიანი ნომენკლატურა. მაგრამ გუდკოვი პუტინის აღზევებას კომუნისტური ნომენკლატურის ძალოვანი ბლოკის რევანშად აღიქვამს. ეს პროცესი ჯერ კიდევ ელცინის დროს დაიწყო, როდესაც, 1993 წლიდან, „დემოკრატიული რუსეთის“ პირველი პრეზიდენტი ძალოვნებზე დამოკიდებული გახდა.[3] პუტინის დროს ძალოვნებმა საკუთარ უწყებებში მაინც აღადგინეს ძველი ნომენკლატურული პრაქტიკები, რომელთა თანახმად უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში, პოლიციაში თუ პროკურატურაში მოხვედრა და დაწინაურება მხოლოდ შიდაუწყებრივი სასწავლო დაწესებულებების დამთავრებითაა შესაძლებელი.


მაგრამ გუდკოვის ინტერესი მმართველი ელიტებით არ იფარგლება და მისივე ინსტიტუტის დამაარსებლის, იური ლევადას კვალობაზე, რიგითი „საბჭოთა ადამიანისაკენ“ იხრება. ტოტალიტარული სისტემის მთავარი ნიშნები იმდენად ელიტების ძალადობრივ ბუნებაში არაა (ასეთები ტრადიციულმა ავტორიტარიზმებმაც იცის), რამდენადაც გაცოცხლებულ სოციალურ სტრუქტურებსა და მიმართებებში. ისინი აზრობრივ გამართლებებს იცვლის, მაგრამ არსით იგივე რჩება. ესაა მორჩილება, შიში, პასუხისმგებლობისაგან გაქცევა და ჩარჩოში დარჩენა. ამ სტრუქტურა-ღირებულებათა ნიშანია პოლიტიკაში ჩაურევლობა. ხელისუფლება კი კვლავინდებურად კოლექტიური სოლიდარობით აპელირებს.[4]


როგორც ყველანაირ ტოტალიტარულ სახელმწიფოს, თანამედროვე რუსეთსაც სჭირდება იდეოლოგია. ვებერზე დაყრდნობით, გუდკოვი მიიჩნევს, რომ თავისთავად, იდეოლოგია არ განსაზღვრავს ქცევის მოტივებს, მაგრამ მათი გამამართლებელი, მიზნის განმსაზღვრელი და საგანთა არსის ამხსნელია. პუტინიზმი ამისათვის ფლობს წარმოდგენათა ეკლექტურ აგრეგატს об органическом единстве тысячелетней России, мужающей и крепнущей в борьбе с врагами, осаждающими страну со всех сторон. Такое представление упраздняет идею сложного социального состава общества, наличия различных групп со своими частными интересами, заменяя его образом государственной, отечески заботливой власти, защищающей народ от разных бед и напастей, в том числе от утраты самобытности, духовности, традиций, веры и т.п.[5]


როგორც ვთქვი, მსგავსი სურათის დახატვით გასაგები ხდება, რას ერჩის გუდკოვი ტრანზიტოლოგიურ მიდგომას, რომლის თანახმად რუსეთი ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიისაკენ გარდამავალ სტადიაზეა, თუმცა კი პროცესი გაიწელა. გუდკოვი კი გვეუბნება, რომ ეს ქვეყანა არსად მიდის - იგი წარსულისაკენ შებრუნდა. ერთი მთავარი ნიშანი, რაც გუდკოვისათვის პუტინის რუსეთს საბჭოთა კავშირისაგან განასხვავებს, რეპრესიების აშკარა ნაკლებობაა. დიდი რეპრესიები პუტინს არც სჭირდება, ასკვნის გუდკოვი, ასეთი რამ მხოლოდ ცივილიზაციური ცვლილების დროს ხდება, მეორად ტოტალიტარიზმში კი ხალხს ისედაც ესმის, რას უნდა ელოდოს ხელისუფლებისაგან. შესაბამისად, იგი ადაპტირებულია.[6] შეიძლება დავეთანხმოთ გუდკოვის ამ ბოლო მოსაზრებას, ან არ დავეთანხმოთ და ნავალნის ქეისზე მივუთითოთ. თანაც, ეს სტატია ნავალნის დაპატიმრებამდე და მის მომხრეთა დარბევებამდეა დაწერილი. მაგრამ ერთი ცხადია - თანამედროვე რუსეთის გასაგებად ლევ გუდკოვის მოსაზრებები საყურადღებოა.


[1] Лев Гудков, Вторичный, или возвратный тоталитаризм. Вестник общественного мнения № 3–4 (127) июль-декабрь 2018 (стр. 207-260) стр. 240

[2] Ibid გვ. 246

[3]Ibid გვ. 244-245

[4]Ibid გვ. 255

[5][5]Ibid გვ 256

[6]Ibid გვ 257

bottom of page