პოლონური დღიური: რუსეთ-უკრაინის ომი ასი წლის წინანდელი პარალელების ძიების ფონზე
დავით დარჩიაშვილი | ბლოგ-პოსტი | 25 ოქტომბერი, 2022
იუზეფ პილსუდსკი
სამყაროს სამომავლო პერსპექტივა ისევ “მიტელეუროპაში”, სნაიდერისეულ “სისხლიანმიწებზე” თუ იუზეფ პილსუდსკისეულ “ინტერმარიუმში”- მოკლედ - აღმოსავლეთ ევროპაშიიკვეთება. დასავლეთში, სადაც, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, სტრატეგიული ანალიზის მთავარიცენტრებია, მსგავსი “კინო ნანახი აქვთ”. იგი 1920-1921 წლებში გადიოდა და, გარკვეულწილად, 1939 წლის დიდ კატასტროფას, მეორე მსოფლიო ომს მისცა ბიძგი. ამით, მაშინ, რუსეთმაისარგებლა: საბჭოთა კავშირი ნელა, მაგრამ გეგმაზომიერად მივიდა ამ მიწებზე სრულდომინირებამდე და ზე-სახელმწიფოს სტატუსამდე.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1920-1921 წლებში, ერთი მხრივ ინგლის-საფრანგეთ-ამერიკამ, მეორე მხრივ კი პოლონეთ-უკრაინა-ლიტვამ ვერ გაუგეს ერთმანეთს. ჩვენთვის, ქართველებისათვის, აქტუალური ისიცაა, რომ ამ დრამის ნაწილი ვიყავით, თუმცა კი მეორეხარისხოვანკავკასიურ-შუააღმოსავლურ ფრონტზე. ჩვენსა და მეზობლებს შორისაც არ გაიჭაჭანა საფუძვლიანმანდობა-თანამშრომლობამ და დასავლეთის ჩვენდამი დამოკიდებულებაშიც გულშემატკივრობაეჭვმა გადაძლია. ახლა თითქოს ყველაფერი დაბრუნდა და დემოკრატიული სამყაროს წინაშე ისევძველ რისკთა აჩრდილი დგას.
მივყვეთ თანამიმდევრულად: 1. უკრაინაში თვეების მანძილზე მიმდინარე მასშტაბურ ომსამერიკელი რესპუბლიკელების საგრძნობი ნაწილი უიმედოდ უყურებს. მის კონგრესელკანონმდებლებს მერამდენედ აჯდება იზოლაციონიზმის “ბუზი”. ლენინისა არ იყოს, რომელიც 1920 წელს ყიჟინას სცემდა - ანტანტას [1] ჯარისკაცები წავართვითო - პუტინიც ელის, როდის მიაძინებს ესბუზი ამერიკას. თუ ეს მოხდა, მარტო ევროპას უკრაინის გვერდში დგომა უფრო გაუჭირდება;
2. საქართველო ახალ დრამაშიც მეორეხარისხოვან როლშია - ეპიცენტრი ისევ აღმოსავლეთევროპაა, რომელსაც ახლა უფრო ვეწებებით, ვიდრე 1920 წელს, მაგრამ მაინც ვეწებებით. ჩვენსშიგნით და მეზობლებში კი საქმე იმაზე უკეთ არაა, ვიდრე მაშინ იყო. როცა უკრაინა და პოლონეთიბოლშევიკებს ეომებოდა, ტფილისი ზავზე წავიდა - 1920 წლის მაისში ნეიტრალიტეტი გამოაცხადადა ბოლშევიკებს საქართველოში თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცა. ასევე არ თუ ვერმოხერხდა საერთო კავკასიური პოლიტიკის შემუშავება. განსაკუთრებული უთანხმოებანი იყოდაშნაკურ სომხეთთან. მოკლედ, უნდობლობა ხრავდა რეგიონს. საინტერესოა, რომ იგივეუნდობლობა იყო წითელი ხაზი პოლონურ-ლიტვურ-უკრაინულ სამკუთხედში, სადაც ბელორუსი ჯერაცდაუსრულებელ ლიტვურ-რუსულ-პოლონურ ნახევარფაბრიკატს უფრო წარმოადგენდა, ვიდრეკონსოლიდირებულ ერს.
პილსუდსკის ბალტიისა და შავი ზღვების შუა დიდი ფედერაციის შექმნა სურდა, მაგრამუკრაინელები და ლიტველები ამაში პოლონურ იმპერიალიზმს ხედავდნენ. დასავლეთს, ანუ პირველმსოფლიო ომში გამარჯვებულ-გადაღლილ ანტანტას, პოლონეთის ახლად აღმდგარიდამოუკიდებლობის მთავარი მედროშე გულზე არ ეხატებოდა. აკი შეარქვეს კიდეც იუზეფსამერიკელმა რეალისტებმა პოლონელი იმპერიალისტი. ცნობილი თანამედროვე პოლონელიისტორიკოსისათვის, ანჟეი ნოვაკისათვის კი თუ პილსუდსკი იმპერიალისტი იყო - მხოლოდგარემოებათა კარნახით. დასავლეთს პოლონეთისაგან ჩუმი და მოკრძალებული ბუფერი უნდოდამიეღო, მეტის არც იმედი ჰქონდა და არც მოვლის თავი. პილსუდსკიმ კი ანტიბოლშევიკურიგეოპოლიტიკური რევოლუცია განიზრახა. მაგრამ როცა ეს არ გამოვიდა, პოლონეთი ბოლშევიკებთანზავს დაჰყაბულდა, ოღონდ, სტრატეგიული და ნაციონალისტური მოსაზრებებით - ლიტვას ვილნიუსიწაართვა. ნაციონალისტურით იმიტომ, რომ ამ ქალაქში გაპოლონელებული ლიტვური შლიახტა დაებრაელები დომინირებდნენ და პილსუდსკიც, ადამ მიცკევიჩისა არ იყოს, აქ იყო დაბადებული. დიდი უკრაინის პილსუდსკი-პეტლიურას იდეისაგან ისღა დარჩა, რომ პოლონეთმა გალიჩ-ვოლინისანექსია მოახდინა: ნუ, გალიჩი/გალიცია ისედაც ავსტრიის იყო ომამდე და ბოლშევიკებს დიდად არადარდებდათ.
ზოგადად, ანტიპოლონური კარტის უკრაინაში გათამაშება ბოლშევიკების საყვარელი ხრიკი იყო. სხვათა შორის, მასში საგრძნობი წვლილი ჰქონდა შეტანილი მაიაკოვსკის ლექსებსა თუ პლაკატებს. რა თქმა უნდა, ბოლშევიკური დესპოტია ადრე ან გვიან ყველას გააუცხოებდა. მაგრამ იმჟამს მაინცრუსეთის ახალმა იმპერიამ მოიგო. 1921 წელს რიგაში პოლონეთთან დადებულ ზავს მოსკოვი ისევეუყურებდა, როგორც 1918 წლის ბრესტის ზავს გერმანიის იმპერიასთან - როგორც დროებითს, რომელსაც რევოლუციური ქარცეცხლი წალეკავდა. ასე ესახებოდათ ბოლშევიკებს პილსუდსკისპოლონეთის მომავალიც: საამისოდ მათ ეიმედებოდათ ა) ლიტვურ-უკრაინული და ჩასახვისმდგომარეობაში მყოფი ბელორუსული ნაციონალიზმები; ბ) პარტნიორობა გერმანიასთან, რომლისთვისაც პოლონეთი (მით უმეტეს, აქტიური) ასევე გამაღიზიანებელი იყო და გ) ანტანტისგადაღლილობა.
ჰგავს ეს ყოველივე დღეს შექმნილ რეალობას? ამერიკელი რეალისტებისათვის, ალბათ, ერთი-ერთში. მაგრამ რაც მაშინ ვერ დაუპირისპირდა რუსულ იმპერიალიზმს, რომლისსიძლიერე ყოველთვის პოტენციურ მსხვერპლთა შინაგან სისუსტესა თუ დაქსაქსულობაშია, ეგებამჟამად იმუშაოს. საამისოდ, მთავარი ცვლადი სწორედაც რომ ამ დაქსაქსულობის დაძლევაა. დასავლეთს კი, რეალისტ-რესპუბლიკელთა გამოკლებით, ვგონებ კარგად აქვს ისტორიისგაკვეთილიც ნასწავლი და პირველი მსოფლიო ომით გადაღლაც წარსულსაა ჩაბარებული.
მართლაც, დაძლეულია 1920-1921 წლების მთავარი წინააღმდეგობა: პოლონეთი-ლიტვა-უკრაინამაქსიმალურად ერთიანია მოსკოვის წინააღმდეგ. აღარც გერმანიაა უფრო პრორუსული, ვიდრეპროპოლონური. ანტანტის ნაცვლად ნატოა და იგიც უკრაინელებს უმაგრებს ზურგს, თუნდაც მხოლოდრამშტაინის ფორმატით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამერიკელ რესპუბლიკელებს შორისაც არიანუკრაინის სამხედრო დახმარების მომხრეები და აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ფლობსბერკეტებს, რათა კონგრესში დემოკრატიული უმრავლესობის დაკარგვის შემთხვევაშიც განაგრძოსუკრაინელთა მხარდაჭერა.
რაც შეეხებათ გეოპოლიტიკური განსაცდელის ხელახლა დადგომის მთავარ დამნაშავეებს - რუსებს,ისინი კი ისევ ჰგვანან ბოლშევიკებს საზარბაზნე ხორცის ულევი მარაგით. მაგრამ თანამედროვე ომსკავალერია არ ყოფნის და როგორც ანდრეი ილარიონოვი ამტკიცებს, პუტინს ერთი წლის ომისმატერიალური რესურსი დარჩა. ამიტომაც მიდის იგი ესკალაციასა და უკრაინული ქალაქებისტერორისტული ხასიათის ბომბვაზე. მისი იმედი უკრაინის ზავზე დაყოლიებაა მანამ, სანამ ომისშესაძლებლობები ამოეწურება.
ვფიქრობ ეს გარემოებანი, ანუ აღმოსავლეთი ევროპის მაქსიმალური ერთიანობა რუსულისაფრთხის წინაშე და რუსეთზე თვისებრივად მდიდარი დასავლეთის გამოცდილება, 1921 წლისისტორიის განმეორებისათვის შანსს არ ტოვებს. აქ ერთი გამონაკლისია - კავკასია და კერძოდსაქართველო ან ისევ ისე გამოიყურება, როგორადაც მაშინ, ან, გარკვეული ასპექტებით, კიდევუფრო უარესად. ეს ქმნის საფრთხეს, რომ უკრაინაში განცდილი მარცხის ფონზე რუსეთმასაბოლოოდ მოიცალოს ჩვენთვის. იმედია, ეს არ მოხდება, რადგან სათუოა, უკრაინისდაკარგვის შემდეგ რუსულ ელიტას იმპერიალისტური პასიონარობა შერჩეს. დასავლეთიცარანაირად არ იქნება დაინტერესებული, რომ ისტორია მესამედ წავიდეს წრეზე. მაგრამკავკასიის გარემო რომ რუსეთს ავანტიურებისაკენ ეპატიჟება, ეს მგონი კითხვის ნიშნის ქვეშ არდგას.
რა თქმა უნდა, სხვაობები აქაც შეიძლება დავინახოთ: აზერბაიჯანი ბევრად უფრო ძლიერადგამოიყურება, ვიდრე 1920 წელს - გასაბჭოების წინ თუ პროცესში. მაგრამ ყარაბაღი როგორც იყოსომხურ-აზერბაიჯანული სიძულვილის საგანი, ისევ ასეთად რჩება, რაც ამ ქვეყნების სისტემურსისუსტეს წარმოადგენს და ზოგიერთ გარე ძალას იმპერიალისტურ გრძნობებს უღვივებს. აი, საქართველო კი ახერხებს და უკრაინასთან იფუჭებს ურთიერთობას, რაც მხოლოდ რუსეთს ახარებს.
როდესაც 1920 წელს გამოვაკლდით პილსუდსკი-პეტლიურას ანტიბოლშევიკურ ფრონტს, ამასგარკვეული ახსნა ეძებნებოდა: არ ჩანდა დასავლეთის შემართება და ომი გვქონდა გაწითლებულაზერბაიჯანთან. თან მაშინდელ სოციალ-დემოკრატიულ მთავრობას არა იმდენად საკუთარი თავის, რამდენადაც იდეოლოგიური ექსპერიმენტის გადარჩენა უნდოდა. ახლანდელი ქართულიხელისუფლების მოტივაცია კი ცალსახად ეგოისტურია, ანუ საკუთარი სკამების გადარჩენაზეადაფუძნებული. მათთვის უკრაინის წარმატება ხელისუფლების დაკარგვის უფრო რეალურისაფრთხეა, ვიდრე რუსეთის წარმატება. რუსებმა ამჟამინდელი საქართველო მტრების სიიდანაცამოიღეს - მათი პროპაგანდისტები არ იღლებიან საქართველოს მთავრობის ქებით.
უკრაინისხელისუფლება კი თბილისიდან ოპოზიციის, ანუ აწ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილისქომაგად მოჩანს. შეიძლება ეს ასეც არის, მაგრამ მთავარია, რომ ამ გეოპოლიტიკურ ჭიდილში„ქართული ოცნების“ მთავრობას მხოლოდ ხელისუფლებაში პირადად ყოფნა-არყოფნის საკითხიადარდებს. ეტყობა, არის მერკანტილური ინტერესიც: მსოფლიო იზოლაციაში მოქცეული რუსულიეკონომიკით ნახევრად ლეგალურად სარგებლობის სურვილი.
ამგვარი მოტივაცია „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების სურვილსაცუკლავს, რადგან მიაჩნია, რომ დემოკრატია, პირველ რიგში, ოპოზიციისთვისაა ხელსაყრელი. ამModus Operandi-ს თბილისი ვაშინგტონთან თუ ბრიუსელთან პოლემიკისკენაც მიჰყავს, რაც ასევეახარებს რუსებს და ასე დაუსრულებლად. მოკლედ, ამ დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში,რომელიც თავისუფალ ერებსა და რუსული იმპერიის ეპიგონებს შორის მიმდინარეობს, საქართველოგამორჩეულად სუსტი რგოლის როლით სარგებლობს, რადგან მის პოლიტიკურ ელიტას მხოლოდთვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებს. ასეთი ვითარება მაინც ტოვებს რისკებს, რომაღმოსავლეთ ევროპა საქართველოს (ან/და მთელი კავკასიის) გარეშე სამუდამოდ დაუსხლტესრუსეთს, ჩვენი წვალების ისტორია კი გაგრძელდეს.
დასკვნის მაგივრად მინდა ვთქვა შემდეგი:
1. ქართული რეალობების შედარებითი ანალიზისათვის ვეყრდნობოდი აწ მივიწყებული, მაგრამ,ვფიქრობ, უნიჭიერესი ქართველი ისტორიკოსის, ზურაბ ავალიშვილის წიგნს „საქართველოსდამოუკიდებლობა 1918-1921 წლებში“. დანარჩენ წყაროთმცოდნეობით სარჩოს ქართველ დაუკრაინელ პოლიტიკოსთა განცხადებები იძლევა
2. 1920 წლის პოლონური დრამის შესახებ ჩემს ინსპირაციას, პირველ რიგში, ასაზრდოებს ანჟეინოვაკის History and Geopolitics: A contest for Eastern Europe. ვფიქრობ, ეს წიგნი ნიმუშიასაიმისოდ თუ როგორ აღწერო და გადმოსცე რუსული ლევიათანის ზეწოლის ქვეშ მყოფი ერისპოლიტიკური დისკურსისა და ხედვების დინამიკა. უახლოეს მომავალში ამ წიგნისმიმოხილვას შემოგთავაზებთ თუნდაც იმიტომ, რომ ქართული და პოლონურისაზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის განვითარებაში საინტერესო პარალელების დანახვაშეიძლება.
[1] საიმპერატორო რუსეთის, ინგლისის და საფრანგეთის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, რომელიც პირველ მსოფლიო ომში გერმანიის იმპერიასა და მის მოკავშირეებს უპირისპირდებოდა. გამარჯვებამდე ანტანტას რიგი ქვეყნები ემატებოდნენ. ზოგიც აკლდებოდა. გადამწყვეტი იყო 1917 წელი, რომელმაც რუსეთი გააქრო ანტანტიდან, მაგრამ მას აშშ შემატა. ლენინის აღნიშნული ყიჟინა იმას უკავშირდება, რომ რუსეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიებზე შესული ანტანტის შენაერთები აქ მიმდინარე სამოქალაქო ომში ჩართვის არანაირ სურვილს არ ავლენდნენ.