2021 წლის რუსეთის საპარლამენტო არჩევნები "ერთიანი რუსეთის" გამარჯვებით დასრულდა
27/09/2021
2021 წლის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში პარტია „ერთიანმა რუსეთმა“ ხმების 50% მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ მხარდაჭერილმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, 2016 წლის არჩევნებთან შედარებით 19 მანდატით ნაკლები მიიღო - https://bit.ly/3ucFqjK
კომპიუტერულ მეცნიერებაში გარკვეული რუსი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ელექტრონული კენჭისყრა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უბნებში ტრადიციული ხმის მიცემის პარალელურად დაუშვა, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სახელისუფლებო პარტიამ თავის ინტერესებს მოარგო. საარჩევნო სისტემების სპეციალისტი, ფიზიკოსი სერგეი შპილკინი მიიჩნევს, რომ გაყალბებამ ელექტრონულად მიღებული ხმების ნახევარი შეადგინა - https://bit.ly/2XUb6yl
ხელისუფლებისადმი „კრიტიკული ინტონაციებით გამორჩეულ „ეხო მოსკვის“ მმართველ რედაქტორს ალექსეი ვენედიქტოვს ახალი სისტემა იმთავითვე ხიბლავდა. იგი მასზე საზოგადოებრივი დაკვირვების შტაბსაც ხელმძღვანელობდა მოსკოვში. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონულ რეჟიმში ხმის მიცემის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა, მათ შორის, დაუსაბუთებელი მიზეზებით დამკვირვებლებს რამდენიმე საათის განმავლობაში შეეზღუდათ მასზე წვდომა, ხმების გადათვლის შემდეგ ვენედიქტოვის შტაბმა განაცხადა, რომ რაიმე განსაკუთრებული სიყალბე ვერ აღმოაჩინა - https://bit.ly/3AKIA0s
„ყოფილი ჟურნალისტი ვენედიქტოვი არის კრიმინალი და ის უნდა გასამართლდეს ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაში არჩევნების გაყალბების გამო“ - პოსტი გამოქვეყნდა ალექსეი ნავალნის ოფიციალურ ტვიტერზე - https://bit.ly/3kM7g2Y
სერგეი შპილკინის აზრით, მონაცემებზე გარედან წვდომის შეზღუდვის მიუხედავად, რეალობა გამჟღავნდება. მაგრამ ხელისუფლება წავიდა ამ უპრეცედენტო ფალსიფიკაციაზე, რადგან არჩევნებზე რეალური შედეგის დადგომის შემთვევაში, რაც ხელისუფლებას საერთო უპირატესობას მაინც მისცემდა, მმართველ პარტიაში შესაძლოა დემორალიზაცია დაწყებულიყო. როგორც ჩანს, ავტორიტარულ სისტემებში არც ელექტრონული ინოვაციებია დემოკრატიისა და გამჭვირვალეობის გარანტია, ლიბერალური წრეების ნაწილი კი ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას ირჩევს.