top of page

გააჩნია თუ არა რუსეთს რბილი ძალა? საქართველოს შემთხვევა

გია ნოდია | აკადემიური ესე | 2021

ათ წელზე ცოტა მეტია, რაც პოპულარული გახდა რუსეთის და, მოგვიანებით, ჩინეთის რბილი ძალის განხილვაც. თავდაპირველად კვლევის ეს ახალი მიმართულება გარკვეულწილად კონტრინტუიციურად და პარადოქსულად მიიჩნეოდა. მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მეცნიერმა ჯოზეფ ს. ნაი უმცროსმა 1990 წელს ეს ახალი ტერმინი[1] დაამკვიდრა, მიიჩნევა, რომ რბილი ძალა ძირითადად ლიბერალური დემოკრატიების პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეროგატივაა; რბილი ძალა იმას ერქვა, რასაც ლიბერალური დემოკრატიები ხისტ ძალაზე დაფუძნებული ავტოკრატიული რეჟიმების დასამარცხებლად იყენებდნენ .


ახლა უკვე ჩანს, რომ ასეთი ძალა არალიბერალურ და არადემოკრატიულ რეჟიმებსაც გააჩნიათ და, მეტიც, მას ლიბერალური დემოკრატიების წინააღმდეგ იყენებენ. ის, რა თქმა უნდა, შეიძლება გამოიყენონ დასავლური გავლენის საწინააღმდეგოდ ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ჯერ კიდევ მერყეობენ დემოკრატიულ და ავტოკრატიულ ღირებულებებს შორის; თუმცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტად აირჩიეს, განხილვის მნიშვნელოვანი თემა გახდა რუსეთის (და, შესაძლოა, ასევე ჩინეთის) შესაძლო ჩარევა დასავლეთის  დამკვიდრებული დემოკრატიების შიდა საქმიანობაში.


თავდაპირველად, რუსეთის მიერ მისი რბილი ძალის "აღმოჩენა" ყველა დასავლელ ანალიტიკოსს ნეგატიურ ჭრილში არ განუხილავს. პირიქით, ეს იმის ნიშნად მიიჩნიეს, რომ რუსეთმა "ნორმალური" ქვეყნების ქცევა გადმოიღო და თავის სამეზობლოშიც გამოიყენა: უხეში სამხედრო, პოლიტიკური ან ეკონომიკური ზეწოლის ფორმების ნაცვლად (რომლებიც "ხისტ ძალად" მიიჩნევა) მან დაიწყო რბილ ძალაზე დაფუძნებული მექანიზმების გამოყენება. მაგალითად, 2006 წელს ფიონა ჰილმა დაასკვნა, რომ რაკი რუსეთმა თავისი რბილი ძალა აღმოაჩინა, "ვერც ერთ რეგიონულ სახელმწიფოს ვეღარ ექნება რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გონივრული მოლოდინი".[2] მოგვიანებით, ანდრეი ციგანკოვი, სან-ფრანცისკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ამტკიცებდა, რომ ახალი, რბილ ძალაზე ორიენტირებული რუსეთი „ნაკლებად დაეყრდნობოდა იძულებას და დაშინებას უცხოეთში საკუთარი ინტერესების დასაცავად”.[3] ეს ხედვა გულისხმობდა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკური ქცევა მის უშუალო პოსტსაბჭოთა სამეზობლოში ან "ახლო საზღვარგარეთში", ისევე როგორც სხვაგან, "ნორმალური" ხდებოდა(ლიბერალურ დასავლეთში არსებული „ნორმალურობის“ გაგებით).


2008 წელს  ̶ საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციებმა, ასევე 2015 წლიდან სირიის კონფლიქტში სამხედრო მონაწილეობამ ამ პოზიციის დაცვა საკმაოდ გაართულა. მეორეს მხრივ, მკვლევრებმა იმასაც მიაქციეს ყურადღება, რომ ის, რასაც ზოგჯერ რუსეთის მიერ რბილი ძალის გამოყენებას უწოდებენ, ეწინააღმდეგება იმას, რასაც დასავლეთი მოიაზრებს ამ ტერმინში და ასევე, ეს რბილი ძალა აშკარად მტრულია მისი ინტერესების მიმართ. ამგვარ ქმედებებს უკეთ აღწერს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "პროპაგანდა", "დეზინფორმაცია", "დივერსია", "აქტიური ზომები" ან თუნდაც"ჰიბრიდული ომი".[4] აქედან გამომდინარე, სასურველია ძირითადი ცნებების განმარტებით დავიწყოთ.


ხისტი ძალა, რბილი ძალა, ბასრი ძალა


როგორც აღვნიშნეთ, რბილი ძალის ცნება ხისტი ძალის საპირისპიროდ მიიჩნევა. ნაის თავდაპირველი განმარტების თანახმად, ეს, პირველ რიგში, ეხება მიმზიდველობას, რომელიც იდეოლოგიას (ან "ღირებულებებს") და კულტურას გააჩნიათ, მაგრამ ის ასევე შეიძლება მივაწეროთ ამგვარი ღირებულებების თუ იდეოლოგიების გარშემო შექმნილ ინსტიტუტებს.[5] ეს განსხვავება შეიძლება გამოიხატოს იმის აღნიშვნით, რომ ”ხისტი ძალა” იძულების (ხანდახან კი მოქრთამვის) ძალაა,”რბილი ძალა” კი მის მაცდუნებელ ზემოქმედებაშია.


ნებისმიერ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს როგორც ხისტი, ისე რბილი ძალა. ნაიმ აღნიშნა, რომ გარკვეულ პერიოდებში საბჭოთა კავშირს, საზოგადოების ზოგიერთ სეგმენტში კომუნისტური იდეოლოგიის მიმზიდველობის, აგრეთვე მემარცხენე და პროსაბჭოთა ინსტიტუტების საერთაშორისო ქსელის წყალობით არაკომუნისტური ქვეყნების (მათ შორის დასავლეთის) მიმართ რბილი ძალის რესურსები გააჩნდა. თუმცა, როცა ნაი ამ ესეს წერდა, ეს ძალა უკვე დიდწილად მინავლებული იყო. ამის საპირისპიროდ, ამერიკული ან საერთოდ დასავლური რბილი ძალის გავლენა კომუნისტურ სამყაროზე(მაგრამ არა მხოლოდ) სრულიად დაუძლეველი ჩანდა. კომუნისტურ ქვეყნებში მცხოვრებ ბევრ ადამიანს, თუ არა უმეტესობას, მათ შორის კომუნისტური ელიტის ნაწილს, სურდა, რომ მათი ქვეყნები ამერიკის ან, ზოგადად, დასავლეთისნაირი ყოფილიყო. ამან აიძულა ისინი, საკუთარი პოლიტიკური სისტემა დაენგრიათ და დასავლური ღირებულებებისა და ცხოვრების წესის მიმართ ერთგულება გამოეცხადებინათ (სინამდვილეში რამდენად დეამსგავსნენ ისინი დასავლეთს, ეს სხვა ამბავია). დიდი გაზვიადება არ იქნება იმის თქმა,რომ ცივ ომში დასავლეთის გამარჯვება ნაწილობრივ მაინც რბილი ძალის სფეროში უზარმაზარმა უპირატესობამ განაპირობა.


ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ რბილი ძალის სრულად გამიჯვნა ხისტი ძალისგან შეუძლებელია. შეერთებული შტატების დიდი უპირატესობა საბჭოთა კავშირის მიმართ რბილი ძალის მხრივ შეესაბამებოდა ანალოგიური წყვეტი სამხედრო და, განსაკუთრებით, ეკონომიკური ძალაუფლების სფეროში. ეკონომიკური განვითარების მხრივ, აშშ-ს(ან მთლიანად კაპიტალისტურ დასავლეთს) საბჭოთა კავშირისგან უზარმაზარი და მზარდი უფსკრული აშორებდა.[6] ამან ამ უკანასკნელის სამხედრო სფეროში ჩამორჩენაც გამოიწვია: სუსტი საბჭოთა ეკონომიკა ვეღარ უძლებდა ბევრად უფრო მდიდარ აშშ-სთან სამხედრო შეჯიბრს. შეიძლება, სწორედ ამიტომ  შეძლო მიხეილ გორბაჩოვმა, დაერწმუნებინა საბჭოთა ხელისუფლების ელიტა, ჩართულიყვნენ უკიდურესად სარისკო ლიბერალურ რეფორმებში, რომლებიც პერესტროიკის და გლასნოსტის სახელით გახდა ცნობილი. მაგრამ ის, რომ ცივი ომის ორივე მხარეზე მყოფი ადამიანებიდან წინასწარ თითქმის ვერავინ განჭვრიტა ამ წამოწყების საბედისწერო შედეგები, რბილი ძალის მნიშვნელობის შეუფასებლობითაც აიხსნება. თუმცა თავად გორბაჩოვი კომუნისტი იყო, ის საქმის კეთების დასავლური მეთოდებით მოხიბლული ჩანდა; მას შემდეგ, რაც მან ფრთხილად სცადა, ზოგი დასავლური მეთოდი თავის ქვეყანაში გადმოეტანა, მან სათავე დაუდო პროცესს, რომლის კონტროლი ხელიდან გაექცა.[7]


ეს საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ დასავლური რბილი ძალის უპირატესობა მნიშვნელოვნად ემყარებოდა უპირატესობას ძალის ტრადიციულ სფეროებში: არსებითად, ეს ძალები ერთი მიმართულებით მუშაობდნენ(რაც არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთის სტრატეგოსებმა შეგნებულად შეიმუშავეს პოლიტიკა ასეთი კომბინაციის საფუძველზე, რასაც შემდეგ იგივე ჯოზეფ ნაიმ "ჭკვიანი ძალა" უწოდა[8]). თუმცა, დასავლეთის რბილმა ძალამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა იმაზე, თუ როგორი აღმოჩნდა ცივი ომის დამამთავრებელი ეტაპი. ცივი ომის პერიოდის დასავლელი „ქორებიც“ კი ვერ იწინასწარმეტყველდნენ, რომ საბჭოთა სისტემა დასავლეთის ხილული ძალისხმევის გარეშე ჩამოიშლებოდა. რუსეთის ელიტები, რომ აღარაფერი ვთქვათ მათზე, ვიზეც რუსეთის კომუნიზმი ბატონობდა, დასავლური ცივილიზაცით მოიხიბლა და აი შედეგიც: რუსული იმპერიაც გაქრა და კომუნიზმიც.


ასე რომ, შემთხვევითი არ ყოფილა, რომ თვით „რბილი ძალის“ ცნება ცივი ომის ბოლოს შეიქმნა: საბოლოო ჯამში, ეს ამ ომში დასავლეთის გამარჯვების კონცეპტუალიზაციის ერთ-ერთი გზა იყო. ალბათ, საბჭოთა კავშირის დაცემის ამბავი ამ ცნების საუკეთესო ილუსტრაციად რჩება. იგი იმავე ეპოქალურ სულისკვეთებას(Zeitgeist)გამოხატავდა,  რითაც ფრენსის ფუკუიამამ დაწერა თავისი ცნობილი სტატია "ისტორიის დასასრული?"[9] თუ ამ უკანასკნელის მთავარ იდეას ნაის ენაზე ვთარგმნით, ის შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: ”რბილი ძალის სფეროში ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვება აწ უკვე საბოლოოა”. ყოველ შემთხვევაში, მკითხველთა უმეტესობამ სწორედ ეს აზრი წამოიღო ფუკუიამას სტატიიდან(რომელიც მოგვიანებით წიგნად გამოიცა[10]).


ამ კონცეფციის მნიშვნელობის სწორად აღსაქმელად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტერმინი „რბილი ძალა“ აღწერს იმას, რაც ქვეყანას გააჩნია და არა ის, რასაც ის აკეთებს. თუკი ხისტი ძალა სახელმწიფოს მიზანმიმართულ ძალისხმევას გულისხმობს, რბილი ძალა საუკეთესოდ მუშაობს მთავრობის უშუალო მონაწილეობის გარეშეც, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობებმა შეიძლება აგრეთვე გამზნული ნაბიჯები გადადგან რბილი ძალის ზეგავლენის გასაფართოებლად. ქვეყანამ შეიძლება სხვებზე ზეგავლენა მოახდინოს მხოლოდ იმით, რასაც ხშირად დემონსტრაციულ ეფექტს ან დიფუზიას უწოდებენ, ისე, რომ სხვისი ქცევის შეცვლას შეგნებულად არ ესწრაფვოდეს:  მისი ეკონომიკური მოდელის წარმატებამ, პოლიტიკური ინსტიტუტებისა თუ კულტურის მიმზიდველობამ თავისთავად შეიძლება აღძრას სხვა ქვეყნებში ან მათ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტორებში სურვილი, მიბაძონ მას და გადადგან გარკვეული ნაბიჯები მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ეს "რბილი ძალის" ძირითადი აზრია. თუ ეს ასეა, რბილი ძალის წარმოდგენა საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად ან იარაღად თავისთავად ეჭვს უნდა აღძრავდეს. ეს არ გამორცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ განზრახ მოახდინოს თავისი რბილი ძალის რესურსების ინსტრუმენტალიზაცია, მაგრამ რბილი ძალა შეიძლება ამის გარეშეც იყოს ეფექტიანი.[11]


მაგრამ როცა ვუყურებთ ლიტერატურას რბილი ძალის როლზე რუსეთის საგარეო პოლიტიკაში, ავტორების უმეტესობას მხედველობაში აქვს ინსტუმენტები, რომელსაც რუსეთის მთავრობა მეტნაკლებად კონკრეტული მიზნების მისაღწევად იყენებს. ამ საშუალებებს"რბილს" უწოდებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ გულისხმობს პირდაპირ სამხედრო, პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ზეწოლას, რის გამოც ისინი "ხისტი ძალის" დეფინიციაში ვერ თავსდება. ეს ლოგიკა"რბილ ძალას" ნარჩენ ცნებად აქცევს: ყველაფერს, რაც "ხისტი ძალის" ჩვენეულ გაგებაში ვერ ჯდება, "რბილი ძალის" კალათში მოვისვრით. ამ შემთხვევაში მხედველობაში აქვთ სხვისი დარწმუნების გარკვეული მცდელობები, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უფრო ხშირად ავტორები გულისხმობენ პროპაგანდას, დეზინფორმაციას, დივერსიას და ანტისისტემური ძალების მხარდაჭერას სხვა ქვეყნებში. ამას რბილი ძალის ამოსავალ გაგებასთან საერთო არაფერი აქვს.


ამ კონცეპტუალური დაბნეულობის აღმოსაფხვრელად  აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის წარმომადგენლებმა, ქრისტოფერ უოკერმა და ჯესიკა ლუდვიგმა, შემოიტანეს ტერმინი”ბასრი ძალა” რუსეთისა და ჩინეთის იმ არატრადიციული მცდელობების აღსაწერად, რასაც ეს სახელმწიფოები მსოფლიოში თავიანთი გავლენის გასაზრდელად მიმართავენ .[12] ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთისა და ჩინეთის ქმედებები, რაც ამ ცნებაში თავსდება, „არანაირად არ გულისხმობს მიმზიდველობას ან თუნდაც დარწმუნებას; მათი მიზანი დაბნეულობის შეტანა და მანიპულირებაა”. მოგვიანებით, თავად ჯოზეფ ნაიმ ასეთი გამჯვნა ლეგიტიმურად მიიჩნია.[13] ამასთან, მან განსაზღვრა ბასრი ძალა, როგორც”ინფორმაციის მაცდუნებელი გამოყენება მტრული მიზნით” და ის ”ხისტი ძალის სახეობად” მიიჩნია; ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ან ჩინეთის მიერ ბასრი ძალის გამოყენებამ არ უნდა დაფაროს ის ფაქტი, რომ ეს ქვეყნები საკმაოდ მოისუსტებენ, როდესაც საქმე ნამდვილ რბილ ძალას ეხება. ის გულისხმობდა, რომ მათი განვითარების მოდელები და ცხოვრების წესი თავისთავად სულაც არ არის ისეთი მიმზიდველი, რომ სხვა საზოგადოებებს მათი მიბაძვა მოუნდეს.

ვფიქრობ, ეს ტერმინოლოგიური განსხვავება მნიშვნელოვანი და ლეგიტიმურია. მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს, ეჭვქვეშ დავაყენოთ შესაძლო ფარული ვარაუდი, თითქოს ნამდვილი რბილი ძალა მხოლოდ ლიბერალური საზოგადოებებისა და პოლიტიკური სისტემების კუთვნილებაა, ხოლო ავტოკრატებს მხოლოდ "ბასრი ძალა" შეიძლება ჰქონდეთ, რომელიც  დეზინფორმაციასა და აქტიურ ზომებში გამოიხატება. ასეთი ვარაუდი ვითარებას ზედმეტად ამარტივებს, თუმცა ლიბერალური განწყობის მქონე ადამიანებისთვის (ამ ავტორის ჩათვლით) ის სასიამოვნო მოსასმენია; ის გულისხმობს, რომ ლიბერალური ღირებულებები და ცხოვრების წესი აშკარად, ექსკლუზიურად და საყოველთაოდ მიმზიდველია. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.


როგორც აღვნიშნეთ, საბჭოთა კომუნიზმს დასავლეთში გარკვეული რბილი ძალაც გააჩნდა, თუმცა საბოლოოდ დასავლეთის ლიბერალური საზოგადოებების ხიბლი გაცილებით უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ეს გამონაკლისი არ ყოფილა: აგრესიულად ანტილიბერალურ იდეოლოგიებს თავისი რბილი ძალა აქვთ, რაც არ უნდა ავურიოთ მათ მიერ ბასრი ძალის ტექნიკის გამოყენებაში. ბოლოდროინდელი მაგალითი რომ ავიღოთ, ისლამურ სახელმწიფოს (ISIS ან ISIL) მიმზიდველი ძალა აღმოაჩნდა საკუთარი საზოგადოებით უკმაყოფილო ზოგიერთი დასავლელისთვის.[14] ნაის ვარაუდი ჩინეთის რბილი ძალის დეფიციტის შესახებ შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტური იყოს: თავისი ეკონომიკური წარმატების წყალობით ამ ქვეყანამ რეალური რბილი ძალა შეიძინა, რითაც განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ბევრი ადამიანი დაარწმუნა, რომ ჩინეთის განვითარების მოდელი შეიძლება მათ დასავლეთის დემოკრატიულ მოდელებზე უფრო გამოადგეთ.[15] მოგვწონს თუ არა ეს ჩვენ, ლიბერალებს, ავტოკრატიულ პოლიტიკურ რეჟიმებსა და არალიბერალურ იდეოლოგიებსაც შეიძლება საკუთარი მიმზიდველობა ანუ "რბილი ძალა" გააჩნდეთ. ჯერჯერობით, გლობალური ბალანსი რბილი ძალაუფლებისათვის შეჯიბრში შეიძლება მაინც ლიბერალური დემოკრატიის სასარგებლოდაა გადახრილი; მაგრამ ავტოკრატიული რბილი ძალაც სერიოზული გამოწვევაა, რომელსაც ამ სფეროში სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.


მეტიც, თუ გვსურს გავიგოთ, რატომაა ავტოკრატიული ქვეყნების მხრიდან ”ბასრი ძალის” გამოყენება შედარებით ეფექტური, მხოლოდ ”აქტიური ზომების” დამგეგმავთა კარგად გათვლილ და მზაკვრული მეთოდებზე ან მათი მთავრობების გაღებულ გულუხვ დაფინანსებაზე არ უნდა ვიფიქროთ. როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, ”აქტიური ზომები” ეფექტური ვერ იქნება, თუ ისინი ნამდვილი რბილი ძალის რესურსებს არ ემყარება, რომლებიც ავტოკრატიულ რეჟიმებს შეიძლება გააჩნდეთ. მაგალითად, საბჭოთა კავშირისა და, მოგვიანებით, რუსეთის ”აქტიურ ზომებს” წარმატების შანსი მხოლოდ მაშინ ჰქონდა, როცა ისინი საკმარისად გონივრულად იყენებდნენ დასავლურ საზოგადოებათა რაღაც ნაწილებში არსებულ განწყობებს: მემარცხენე ან პაციფისტური იდეების პოპულარობას, ანტიამერიკულ გრძნობებს ევროპაში და ა.შ.[16] როგორც ლოიდი და ლიტინოვა ამტკიცებენ, თუმცა რუსეთის ბევრი ქმედება "დეზინფორმაციის", "მანიპულირების" და ა.შ. კატეგორიაში ხვდება, მისი ხელმძღვანელობის მიერ დამკვიდრებული სოციალურად კონსერვატიული საზოგადოების იმიჯი ნამდვილად იზიდავს ზოგიერთი ქვეყნის საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის დასავლეთში.[17] კონცეფტუალურად ბასრი და რბილი ძალები მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთსგან; მაგრამ პირველი მეორის გარეშე რეალურად ვერ იმუშავებს.


რუსეთის რბილი თუ ბასრი ძალა?


ამ ზოგადი კონცეპტუალური ჩარჩოს გათვალისწინებით, განვიხილავ რუსეთის როლს საქართველოში და იმას, თუ როგორ აღიქმება აქ მისი ”რბილი ძალა”. ეს დისკუსია ორ კითხვაზე პასუხის გაცემას ემსახურება: (1) რუსეთის ქმედებები სამხრეთ კავკასიაში, რომლებსაც ხშირად "რბილი ძალის" კატეგორიაში ათავსებენ, სინამდვილეში"ბასრი ძალის" გამოყენებად ხომ არ უნდა მივიჩნიოთ; (2) თუნდაც შევთანხმდეთ, რომ მრავალი რუსული საქმიანობა უფრო „ბასრი ძალის“ ნაირსახეობებს განეკუთვნება, აქვს თუ არა რუსეთს ნამდვილი რბილი ძალის რესურსები საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოქმედ პირებთა მიმართ და რაში მდგომარეობს ისინი?


პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში (ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში) რუსეთის ”რბილი ძალის” გამოვლენების აღწერისას ავტორების უმეტესობა, ჩვეულებრივ, გულისხმობს რაიმე სახის მიზანმიმართულ ძალისხმევას, საგარეო პოლიტიკის იარაღს ან ინსტრუმენტს და არა რბილი ძალის რესურსებს, რომლებიც ამ ქვეყნებს გააჩნიათ და შეუძლია, გავლენა მოახდინონ სხვა ქვეყნების აქტორების ქცევაზე იმისდა მიუხედავად, ახდენს თუ არა კონკრეტული პოლიტიკური აქტორი (როგორც წესი, სახელმწიფო) მათ გამიზნულ ინსტრუმენტალიზაციას.[18] მაგალითად, "რბილი ძალის" გამოყენება, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი, ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებულ ბოლო ორ „საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში“.[19]


ამ გაგებით, რბილი ძალა არის ის, რასაც მთავრობა აკეთებს, მის მიეს მართული და გამოყენებული ინსტრუმენტია.[20] ეს ეწინააღმდეგება ამ ცნების თავდაპირველ მნიშვნელობას, რომლის თანახმად რბილი ძალის მატარებლები საზოგადოება და ინსტიტუტები არიან, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ თავიანთი ქვეყნების რბილი ძალის რესურსების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება მათ მთავრობებსაც შეუძლიათ.


როდესაც საქმე ეხება რბილი ძალის რესურსების კლასიკურ გაგებას, რომელსაც ჯოზეფ ნაი და სხვები იყენებდნენ, რუსეთს მისი დეფიციტი აქვს.[21] მისი ეკონომიკური განვითარების მოდელი, რომელიც ძირითადად ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლოატაციას ეფუძნება, სხვა ქვეყნებისთვის ნაკლებ მიმზიდველია — განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ასეთი აქტივები არ გააჩნია (ამ მხრივ, ჩინურ მოდელს ბევრად აღემატება მას მიზიდულობის ძალით). ზოგიერთმა მთავრობამ ან საზოგადოების ნაწილმა რუსეთის მმართველობის ავტოკრატიული მოდელი შეიძლება კარგ მისაბაძ მოდელად მიიჩნიოს, მაგრამ მასში სპეციფიურად რუსული არაფერია. პოსტსაბჭოთა ავტოკრატები მას პუტინის გარეშეც კარგად უღებენ ალღოს, თუმცა, რაღაც კონკრეტული ხრიკი შეიძლება პუტინსგანაც გადმოიღონ. 2018 წლის მარტში სომხეთის ხავერდოვანმა რევოლუციამ აჩვენა, რომ პუტინთან მეგობრობა ავტოკრატებს ხელისუფლების შენარჩუნების მყარ გარანტიას არ აძლევს, ხოლო 2020 წელს სომხეთის მეორე ომმა აზერბაიჯანთან დაადასტურა, რომ რუსეთი არც უსაფრთხოების სფეროშია სანდო პარტნიორი.[22] თუნდაც თუ, ზოგიერთ შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია, კონკრეტულ მთავრობას ავტორიტარული რეჟიმის შენარჩუნებაში დაეხმაროს, ესმას ამ ქვეყნების ხალხებისთვის მიმზიდველად სულაც არ აქცევს. იმისდა მიუხედავად, როგორია პოსტსაბჭოთა ქვეყნების მთავრობების პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ამ უკანასკნელს იმპერიული მოძალადის იმიჯი აქვს, რაც გავლენიანი ”რბილი ძალის” მყარ საფუძვლად ნაკლებ გამოდგება. შეიძლება ითქვას, რომ, რბილი ძალის რესურსების მხრივ, თანამედროვე რუსეთი ჩამორჩება თუნდაც საბჭოთა კავშირს, რომელიც ნამდვილად წარმოადგენდა განვითარების ალტერნატიულ მოდელს, რაზეც გლობალური მემარცხენე მოძრაობის რაღაც სეგმენტი მაინც იყო ორიენტირებული.


რასაც არ უნდა უწოდებდნენ რუსეთის "რბილი" თუ "ბასრი" ძალის გამოვლებებს, არც ერთი მათგანი მისი ინსტიტუტებიდან ან კულტურიდან არ მომდინარეობს, ისინი პარაზიტირებს დასავლურ ინსტიტუტებსა და ღირებულებებზე და მხოლოდ რუსეთის დასავლეთთან ზოგადი გეოპოლიტიკური კონკურენციის გაგრძელებად შეიძლება იქნას გაგებული. ეს ორი აზრითაა ასე. ერთი მხრივ, რუსეთის ამგვარი ქმედებები გარკვეულ დასავლურ პოლიტიკებს ბაძავს. მეორე და მთავარი ისაა, რომ რუსეთის რბილი/ბასრი ძალის ინტერვენციები ძირითადად დასავლეთის სისუსტეებზე თამაშობს: სწორედ ამ შემთხვევაში ეძლევა მათ წარმატების საუკეთესო შანსი.


მიბაძვის კომპონენტი საკმაოდ თვალსაჩინოა. RT სატელევიზიო კომპანია ან Sputnik-ის რადიოქსელები აცხადებენ, რომ ისინი სხვა არაფერია, თუ არა BBC-ს ან Deutsche Welle-ს რუსული ანალოგები, ფონდი რუსკი მირი ისეთივე ინსტიტუტია, როგორიცაა ბრიტანეთის საბჭო ან გოეთეს ინსტიტუტი და ა. შ.[23] ამით რუსეთი, სულ მცირე, იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ ისეთს არაფერს სჩადის, რასაც დასავლური სახელმწიფოებიც არ აკეთებენ. ტერმინ"რბილი ძალის" გამოყენებაც ერთ-ერთი ასეთი მიბაძვაა: ამით რუსეთი თავის "ნორმალურობას" წარმოაჩენს. ეს სტრატეგია საკმაოდ წარმატებულია: როგორც არ უნდა შევაფასოთ ამ მედიასაშუალებების იდეოლოგიური გზავნილები, ან რუსკიი მირის ქსელის კონკრეტული პროექტები, საკმაოდ რთულია, ამგვარი საქმიანობის ზოგადი ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშ დააყენო. რუსეთს შეუძლია, დამაჯერებელად ამტკიცოს, რომ პოლიტიკური აქტორების ამგვარი ძალისხმევა სტანდარტული ქცევაა დღევანდელ მრავალპოლუსიან სამყაროში: რა არის ცუდი იმაში, რომ ქვეყანა ინფორმაციისა და იდეების საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი ინტერესებისა და ღირებულებების პოპულარიზაციას ცდილობს?


რუსეთის ქმედებებს დასავლური ლიბერალური სახელმწიფოების მიერ რბილი ძალის გამოყენებისგან მათი ხშირად შენიღბული, არაგამჭვირვალე ხასიათი და სიცრუის მიზანმიმართული,”დეზინფორმაციად” წოდებული გავრცელება განასხვავებს. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ზოგი ავტორი თავს არიდებს რუსულ "რბილ ძალაზე" საუბარს და უპირატესობას ანიჭებს ტერმინებს "ბასრი ძალა", "დეზინფორმაცია", "პროპაგანდა", "აქტიური ზომები" და ა. შ. მე ვიხმარ ტერმინს "ბასრი ძალა".


რაც შეეხება ამგვარი ჩარევების შინაარსებს, მათი არჩევანი უფრო მეტად სამიზნე ქვეყნებში არსებული შიდა პრობლემებისა და განხეთქილებების გამოყენების განზრახვითაა ნაკარნახევი, ვიდრეთვით რუსეთის, მისი ინსტიტუტებისა და კულტურის პოზიტიური იმიჯის შექმნის სურვილით. სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ბოლო წლებში რუსეთი ცდილობს, მხარი დაუჭიროს კონსერვატულ არალიბერალურ ან პოპულისტურ ჯგუფებს (პოლიტიკურ პარტიებს ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მოძრაობებს) სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. დასავლეთის დემოკრატიებში ასეთია ანტისისტემური ძალები, რომლებიც, შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდნენ დასავლეთის ლიბერალური დემოკრატიის საფუძვლებს.[24] ამასთან, პუტინი ან მისი სტრატეგოსები ამტკიცებენ, რომ იგივე ითქმის დასავლეთის მხრიდან პროდასავლური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერაზე: დასავლეთი არ მალავს, რომ რუსეთის მაგვარ ქვეყნებში ავტოკრატიული რეჟიმების დასუსტება და მათი დემოკრატიებით ჩანაცვლებასურს. ამაზე  კამათი რთულია. გორბაჩოვის მთავრობის წამოწყებულმა (და, როგორც აღვნიშნეთ, დასავლური "რბილი ძალით" სტიმულირებულმა) ძალიან ფრთხილმა დემოკრატიულმა რეფორმებმაც კი საბოლოოდ საბჭოთა კავშირის დაშლა მოიტანა; დღეს რუსეთში დემოკრატიული ძალების ნებისმიერმა წარმატებამ შეიძლება ქვეყნის დესტაბილიზაცია გამოწვიოს. რატომ არ შეუძლია რუსეთს, დასავლეთს ამითვე უპასუხოს? À la guerre comme à la guerre.


რუსეთის პოლიტიკა სამხრეთი კავკასიის მიმართ იმავე ლოგიკას ეფუძნება. დასავლეთის გავლენა ამ რეგიონში რუსეთისათვის მინიმუმ ორი მიზეზითაა მიუღებელი. პირველი სტატუსის საკითხია: რუსეთი ამ რეგიონს თავისი გავლენის ბუნებრივ სფეროდ მიიჩნევს; დასავლეთის ნებისმიერი მცდელობა, მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნების ნამდვილ დამოუკიდებლობას, რუსეთისთვის ამ ღვთით ბოძებული პრივილეგიის ჩამორთმევას ნიშნავს.[25] კერძოდ, საქართველოს შემთხვევაში, ეს დამოუკიდებლობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ან, თუ ესარ გამოდის, მათთან მაქსიმალური დაახლოების სურვილში გამოიხატა; სომხეთის შემთხვევაში,  ̶  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გეგმაში, რომელიც მას 2013 წლამდე ჰქონდა; აზერბაიჯანის შემთხვევაში  ̶  სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებაში, რამაც საშუალება მისცა ამ ქვეყანას, ნახშირწყალბადის რესურსების ექსპორტი რუსეთის გვერდის ავლით მოეხდინა. რუსეთი შერეული წარმატებით შეეცადა, შებრძოლებოდა ამ ტენდენციებს. ის დამარცხდა აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების საკითხში - პირველ რიგში, 1990-იანი წლების ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტისთვის ამერიკის მტკიცე მხარდაჭერის გამო, რასაც მოგვიანებით დაემატა ევროპის მხარდაჭერა გაზის ტრანსპორტირების პროექტებში, როგორიც იყო TANAP-ის გაზსადენი;[26] მან წარმატებით მოახდინა ზეწოლა სომხეთზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების პროექტზე და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდა.[27] საქართველოს შემთხვევაში შედეგი არაერთგვაროვანია: ქვეყანა განაგრძობს ნატოში გაწევრიანების მცდელობებს, თუმცა, 2012 წელს მთავრობის შეცვლის შემდეგ, მათ ნაკლები ენერგია და რწმენა ახლავს, ხოლო თავად ალიანსის წევრები, რუსეთის რეაქციის შიშით, ნელთბილ დამოკიდებულებას იჩენენ გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ.[28] მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შედეგად რუსეთმააქ Pax Russica დაამყარა და სრულად გამორიცხა დასავლეთის როლი ამ კონფლიქტის მოგვარებაში.[29]


რუსეთმა ამ წარმატებებს ხისტი ძალის ტრადიციული მექანიზმების გამოყენებით, მათ შორის 2008 წელს საქართველოში სამხედრო ინტერვენციით მიაღწია. თუმცა, დასავლელ აქტორებს, მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირს ან კონკრეტულ წევრ ქვეყნებს თანაზომადი ძალისხმევა არ გამოუჩენიათ. გარდა იმისა, რომ დასავლეთთან ურთიერთობასამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის პოლიტიკურად და ეკონომიკურად მომგებიანი ჩანდა, განვითარების დასავლური მოდელისა და ცხოვრების წესის მიმზიდველობაც მნიშვნელოვან ფაქტორს შეადგენდა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად მიმდინარე კონკურენციის ისტორია საკმაოდ ასიმეტრიულია: შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთის გავლენა უფრო მეტად (რა თქმა უნდა, არა მხოლოდ) მის რბილ ძალაზე იყო დამოკიდებული, ხოლო რუსეთისა — ხისტ ძალაზე.


დასავლეთსა და რუსეთს შორის: საქართველოს არჩევანის ბუნება

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული პოლიტიკური აზროვნება ტრიალებს იმ დაშვების გარშემო, რომ ქვეყნის ბედი იმაზეა დამოკიდებულია, თუ რომელი გავლენის სფეროში აღმოჩნდება ქვეყანა ̶  დასავლეთისა თუ რუსეთის; მისი საგარეო-პოლიტიკური ხედვა ემყარება პირველი ვარიანტის უპირატესობას, რომელიც გამოიხატება ნატოსა და ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობისკენ, საბოლოო ჯამში კი - მათში გაწევრიანებისკენ სწრაფვაში.[30]


დაახლოებით ოცი წლის მანძილზე საქართველოს ურთიერთობები ორივე ორგანიზაციასთან უფრო მჭიდრო გახდა: ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე საქართველომ მიიღო ნატოში გაწევრიანების ზოგადი, თუმცა ბუნდოვანი დაპირება, ხოლო 2016 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება. ამასთან, აშკარაა, რა დგას ურთიერთობების საერთო დინამიკის უკან: საქართველო ჯიუტად ესწრაფვის ამ ორგანიზაციებთან სულ უფრო მჭიდრო კავშირებს, რომლებმაც საბოლოოდ მათში გაწევრიანება უნდა მოიტანოს, ხოლო ნატო და ევროკავშირი ახალ და ახალ საბაბებს ეძებენ, რომ ქვეყანასზედმეტი იმედები არ მისცენ. თუ დასავლეთის ლიდერებს ოდესმე უცდიათ, ქართველები საერთაშორისო პოლიტიკაში სხვაგვარი მიდგომების გონივრულობაში დაერწმუნებინათ(ყოველ შემთხვევაში, 2012 წლამდე), პირველ რიგში, იმას ურჩევდნენ, მათი პროდასავლური ენთუზიაზმი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე მიმართული მეტი ძალისხმევით  დაებალანსებინათ. დასავლეთის ნაწილად ქცევისკენ მიმართული საქართველოს ძალისხმევა ძნელად აიხსნება წმინდად რეალპოლიტიკური მოსაზრებებით, რაც ხისტი ძალის გათვლებს დაემყარებოდა: შეიძლება პირიქითაც ითქვას, რომ საქართველოს პროდასავლური პოლიტიკა რუსეთთან მეტი დაძაბულობის და უსაფრთხოების კუთხით გამოწვევების მიზეზი გახდა. ქართული აზროვნება უფრო რომ ემყარებოდეს რეალპოლიტიკის ლოგიკას, შესაძლოა რუსეთთან მიტმასვნის პოლიტიკა უფრო ბუნებრივი სტრატეგია ყოფილიყო. ქართული ელიტების შემუშავებული და საზოგადოების უმეტესობის მერ გაზიარებული ნორმატული დაშვება, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილი უნდა იყოს, საქართველოს სტრატეგიულ არჩევანს უკეთ ხსნის.[31] სხვა სიტყვებით, საქართველოს პროდასავლური პოლიტიკა ძირითადად განვითარების დასავლური მოდელის მიმზიდველობით, ანუ დასავლეთის რბილი ძალის გავლენითაა განპირობებული. რა თქმა უნდა ეს რბილი ძალა საბოლოო ჯამში დასავლეთის სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიძლიერესეყრდნობა, თუმცა მას, აშშ-ს თუ ევროკავშირის სახით, სამხრეთ კავკასიაში ხისტი ძალის რესურსები ღიად და თანმიმდევრულად არასოდეს  წარმოუჩენია.


ამრიგად, საქართველო საინტერესო შემთხვევაა, სადაც, როგორც ჩანს, დასავლეთის უმეტესწილად რბილი ძალა რუსეთის უმეტესწილად ხისტი ძალის ზეწოლას ჯაბნის. ამავე დროს, საინტერესოა აღინიშნოს, რომ 2008 წლის ომის ერთ-ერთ შედეგად შეიძლება ისიც დავინახოთ, რომ რუსეთმა ხისტი ძალის რესურსები დიდწილად ამოწურა. მან უკვე აღიარა ორი სეპარატისტული ტერიტორიის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ისინი ფაქტობრივი პოლიტიკური და სამხედრო კონტროლის ქვეშ მოაქცია. ამან ამ რეგიონების სტატუსი თითქოს საბოლოო გახადა: რუსეთმა ისინი მიისაკუთრა და მათ დათმობას აღარ აპირებს. ამ კონკრეტული ტერიტორიების მიმართ საქართველოს დასაკარგი აღარაფერი აქვს, გარდა მათი შესაძლო საერთაშორისო აღიარებისა: თუმცა ომიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ, აღიარების საკითხში პროგრესი არ შეიმჩნევა. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველომ რუსეთისგან რეალურ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მიაღწია: მისგან გაზის მიწოდების შეწყვეტა საფრთხეს აღარ წარმოადგენს.[32] საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის გაზრდამ პუტინს თითქოს გარკვეული ბერკეტები მისცა: ის იმედოვნებდა, რომრუსეთდან საჰაერო ფრენების აკრძალვით საქართველოს ტურისტული ინდუსტრიას გაადგურდებდა. თუმცა, ეს არ მომხდარა: საქართველოს ეკონომიკამ გარკვეული ზარალი განიცადა, მაგრამ პუტინის ნაბიჯს სერიოზული შედეგები არ მოჰყოლია; რუსი ტურისტების რაოდენობამ რამდენადმე იკლო, მაგრამ COVID-19 პანდემიამდე ბევრი მათგანი სხვა მარშრუტებით მაინც შემოდიოდა.[33]2012 წლიდან რუსეთში საქართველოს ღვინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის გაზრდამ საქართველო მოწყვლადი გახადა ამ სფეროში რუსეთისშესაძლო სადამსჯელო სანქციების მიმართ (ეს ინსტრუმენტი რუსეთმა მანამდე გამოიყენა, როცა ჩათვალა, რომ ქართული საქონელი მის დადგენილ სანიტარულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა); მაგრამ საქართველოს ღვინისა და მინერალური წყლის წინააღმდეგ მიმართულმა წინა სანქციებმა აჩვენა, რომ თუმცა ისინი ზეწოლის მექანიზმად გამოდგება, მათ შემოღებას საბედისწერო შედეგები მაინც არ მოყვება.


აქედან გამომდინარე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სიმძიმის ცენტრი არაძალადობრივ მექანიზმებზე გადავიდა. საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ძირითადი სტრატეგიული სისუსტე მისი საზოგადოების პროდასავლურ ორიენტაციაა. სხვა სიტყვებით, საქართველო ის შემთხვევაა, სადაც რუსეთის რბილი ძალის დეფიციტი განსაკუთრებით აშკარაა. ამიტომ რუსეთს სურს, ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების მეშვეობით ეს რეალობა შეცვალოს. ის ამას "ბასრი ძალის" გამოყენებით ცდილობს, თუმცა, ამავე დროს, უნდა, თავისი ძალისხმევა წარმოადგინოს "ნორმალურ" აქტივობად, რომელიც"რბილი ძალის" განსაზღვრებაში თავსდება.[34] ლოგიკურია, რომ ასეთი ქმედებები გააქტურდა 2008 წლის შემდეგ, განსაკუთრებით კი 2012 წლიდან, როცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ მეტი შემწყნარებლობის (თუ არა ირიბი წახალისების) პოლიტიკა აირჩია საქართველოში არსებული შეფარულად ან ღიად ანტიდასავლური ჯგუფების მიმართ.[35]


ბევრი ავტორი შეეცადა, გაეანალიზებინა რუსეთის ამგვარი საქმიანობა საქართველოში, რომელსაც ისინი ხშირად (თუმცა არა ყოველთვის) რბილი ძალის კატეგორიაში ათავსებდნენ.[36] მათ, როგორც წესი, მხედველობაში აქვთ რუსეთის მხრიდან ქართული პოლიტიკური პარტიების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომლებიც ჩვეულებრივ ნატივისტებად ან ულტრა-მემარჯვენეებად მოიხსენიება, ისევე როგორც ზოგიერთი რუსული ორგანიზაციის საქმიანობა, როგორიცაა რადიო სპუტნიკი ან პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ორგანიზაციასთან, რუსკი მირთან ახლოს მყოფმა გორჩაკოვის ფონდმა დააარსა.[37] იშვიათია, რომ საქართველოში არსებული „პრორუსულად“ მიჩნეული ჯგუფები ღიად თავს დებდნენ რუსეთის მეგობრობაზე: თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი და ის აქ ეგზისტენციალური საფრთხის წყაროდ განიხილება, ასეთი სტრატეგია დიდად მომგებიანი არ იქნებოდა. ამის ნაცვლად, ეს ორგანიზაციები ძირითადად საქართველოში დასავლეთის იმიჯის დისკრედიტაციით არიან დაკავებული. ისინი დასავლეთს წარმოაჩენენ როგორც ძალას, რომელიც ქართული ტრადიციული ღირებულებებისა და ზნეობის ნგრევას ესწრაფვის, განსაკუთრებით სქესობრივი აღვირახსნილობისა და გეი უფლებების ადვოკატირების გზით; შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცხადდება არსებითად იმპერიალისტურ ძალებად, რომელთაც საქართველოზე გაბატონება სურთ, მაგრამ, ამავე დროს, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნება არ გააჩნიათ. თურქეთისა და ზოგადად ისლამური სამყაროს საქართველოსთვის სერიოზულ საფრთხედ წარმოჩენა ამ საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ქართული ორგანიზაციების შემთხვევაში, მათი პირდაპირი კავშირი რუსეთთან, როგორც წესი, ადვილად ვერ დგინდება, თუმცა რუსულ პროპაგანდასა და ამ ქართული ორგანიზაციების გავრცელებულ გზავნილებს შორის აშკარა თანხვედრა არსებობს.[38]


რა არის საქართველოში რუსეთის რბილი ძალის ნამდვილი წყაროები?


როგორც ყველგან მსოფლიოში, საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, ვინც კრიტიკულად უყურებს ლიბერალურ იდეოლოგიას და დასავლური ცივილიზაციის, ან, სახელდობრ, შეერთებული შტატების დომინანტურ როლს გლობალურ დონეზე. არასწორი იქნებოდა, "რუსული ხელი" დაგვენახა ნებისმიერი საქმიანობის მიღმა, რომელიც ამგვარი შეხედულებების გავრცელებაზეა მიმართული. მეორე მხრივ, არსებობს სარწმუნო კვლევები, რომელთა თანახმადაც რუსეთი ეხმარება ჯგუფებს, რომლებიც ავრცელებენ ნატივისტურ, ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ აზრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.[39] ნაკლებ სავარაუდოა, საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი იყოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ”ბასრი ძალა” უკეთესი ტერმინია რუსეთის ამგვარი ზომების დასახასიათებლად, რომლებიც ორიენტირებულია არა რუსეთის ინსტიტუტებისა და კულტურის პოზიტიური იმიჯის შექმნაზე, არამედ დასავლეთის გავლენისა და იმიჯის შელახვაზე, რომელსაც რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს.


ამასთან, საქართველოში, ისევე როგორც სხვაგან, ამგვარ ჩარევას შეზღუდული წარმატების შანსიც კი არ ექნებოდა, რუსეთს რომ არ ჰქონდეს რბილი ძალის ნამდვილი რესურსი, არ არსებობდეს რეალური ადგილობრივი ნიადაგი[u1] , რაზეც რუსეთის ”აქტიური ზომები” იმუშავებს.


მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში რუსეთის რბილი ძალის რესურსები სხვადასხვაა: იმას, რაც ერთ ქვეყანაში ან რეგიონში მუშაობს, შეიძლება სხვაგან შედეგი არ ჰქონდეს. შესაბამისად, რუსეთის ბასრი ძალის სტრატეგიები შეიძლება განსხვავდებოდეს. თუმცა, არსებობს ზოგადი თემებიც. როგორც ჩანს, მსოფლიოს დიდ ნაწილში რუსეთის "ხიბლი" იმაშია, რომ ის აშშ-სა თუ გლობალური კოსმოპოლიტური ელიტების ჰეგემონიის წინააღმდეგ მებრძოლ ძალად წარმოდგება. რუსეთს ამ სფეროში ექსკლუზივი ვერ ექნება, მაგრამ იგი ანტიამერიკანიზმისა და ანტიდასავლურობის გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ნამდვილად გახდა. რუსეთი თავს წარმოაჩენს  ეროვნული სუვერენიტეტის, საერთაშორისო ლეგიტიმურობისა და ტრადიციული კულტურების დამცველად, რომელთაც დასავლეთის სამხედრო, ეკონომიკური და მორალური ბატონობა ემუქრება.[40] თუმცა, საქართველოში და ზოგადად რუსეთის სამეზობლოში ამ წარმოდგენის დაცვა უფრო რთულია, რადგან რუსეთი აქ უფრო საპირისპირო ქცევით არის ცნობილი: იგი მოქმედებს როგორც რევიზიონისტული ძალა, რომელიც მხარს უჭერს სეპარატისტულ აქტორებს და არსებული სახელმწიფოებისდანაწევრებითაა დაკავებული. ამიტომ, საქართველოში მას რამდენადმე განსხვავებული გზავნილები სჭირდება. რუსეთის იმიჯი, რომელსაც ის დასავლეთსა და საქართველოში ავრცელებს, ნაწილობრივ თანხვედრილია, მაგრამ საქართველოში მას დამატებით სხვა მნიშვნელოვანი რესურსებიც აქვს. რაში მდგომარეობს ისინი? ამ ნაშრომის დანარჩენ ნაწილში მოკლედ აღვწერ იმ ძირითად სფეროებს, სადაც რუსეთს საქართველოს მიმართ რბილი ძალის რეალური რესურსები გააჩნია.


ეკონომიკური ხიბლი. რუსეთი ეკონომიკური განვითარების არცთუ მიმზიდველი მოდელია, როგორც ზოგადად, ისე კერძოდ საქართველოსთვის. თუმცა, რუსეთი მაინც საქართველოზე ბევრად მდიდარი ქვეყანაა. მსოფლიო ბანკის 2019 წლის მონაცემებით, მას ჰქონდა თითქმის 2.5-ჯერ მეტი მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ან1.8-ჯერ მაღალი მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტით.[41] პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ რუსეთის შრომის ბაზარი მიმზიდველია საქართველოს მოქალაქეებისთვის. უცხოეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოს სავაჭრო ბალანსის მნიშვნელოვანი ნაწილია და საარსებო შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა მრავალი ქართველი ოჯახისთვის. თუმცა, დროთა განმავლობაში რუსეთიდან ფულადი გზავნილების წილი იკლებს, ხოლო ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების წილი იზრდება. 2014 წელს რუსეთი იყო საქართველოში მიღებული ფულადი გზავნილების თითქმის ნახევრის წყარო,[42]2021 წლის იანვრისთვის ეს მაჩვენებელი 15.4 პროცენტამდე შემცირდა, საქართველოსთვის ფულადი გზავნილების ნომერ პირველ წყაროდ იქცა იტალია და არა რუსეთი.[43] ეს გვიჩვენებს, რომთუმცა ეკონომიკური განვითარების შედარებით მაღალი დონე რუსეთის რბილი ძალის მნიშვნელოვან რესურსად რჩება, ის ამ კუთხით დასავლეთთან თანდათანობით აგებს.


ამ ტენდენციის მთავარი მიზეზია დასავლეთის ქვეყნების უპირატესი ეკონომიკური მიმზიდველობა, აგრეთვე იმ თაობის დაბერება, რომელიც რუსულ ენასა და კულტურას უკეთ იცნობს. თუმცა, ცვლილებები ამ მხრივ რუსეთის მთავრობის პოლიტიკამაც დააჩქარა. თუ 2012 წლიდან რუსეთის მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ ვიზები საქართველოში ჩამოსასვლელად, რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წელს შემოღებულ სავიზო რეჟიმს ინარჩუნებს. ამასობაში, 2017 წლის მარტიდან, საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან;[44] უფრო მეტიც, მათ ასევე აქვთ შეზღუდული, მაგრამ მზარდი შესაძლებლობები ლეგალური შრომითი მიგრაციისთვის ევროკავშირის ქვეყნებში.[45] მიზეზი, რის გამოც რუსეთის მთავრობა აგრძელებს სავიზო რეჟიმს, ისაა, რომ მას სურს გამოიყენოს ეს ბერკეტი საქართველოს იძულებისთვის, დათანხმდეს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, რაც საქართველომ 2008 წელს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.[46] დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შექმნიდა შთაბეჭდილებას, რომ საქართველო მდუმარედ დაეთანხმა ამ აღიარების შემდეგ შექმნილ "ახალ რეალობას".[47] ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უთხრის ძირს ტრადიციულ ხისტ ძალაზე დაფუძნებული ზეწოლა რუსეთის რეალური რბილი ძალის რესურსების შესაძლო გავლენას.


რუსეთის ეკონომიკის მიმზიდველობის ფაქტორი ეთნიკური უმცირესობების მიმართ უფრო ძლიერად მუშაობს. ამ ფაქტორით (1990-იანი წლების ქართული ნაციონალიზმისა და პოლიტიკური არასტაბილურობის განმზიდველ ფაქტორებთან ერთად) შეიძლება ავხსნათ რუსული უმცირესობის შემცირება 341 ათასი ადამიანიდან (მოსახლეობის 6,32%) 1989 წელს[48] 26.5 ათასამდე (0.7%-მდე) 2014 წელს.[49] ამის შედეგად რუსული უმცირესობა ფაქტობრივად, აღარ არის პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ფაქტორი საქართველოში. ორი უმსხვილესი უმცირესობაა აზერბაიჯანელები (მთელი მოსახლეობის 6,3%) და სომხები (4,7%). რუსეთში შრომითი მიგრაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხური უმცირესობის იმ ნაწილისთვის, რომელიც მთიან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ცხოვრობს: მათთვის სეზონური შრომითი მიგრაცია ეკონომიკური გადარჩენის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბევრმა მათგანმა მოიპოვა რუსული ან სომხური პასპორტი(ქართული პასპორტის შენარჩუნებით, ზოგჯერ კი მისი დაკარგვის ხარჯზე), ძირითადად რუსეთის სავიზო მოთხოვნების გვერდის ასავლელად.[50] ეს (სხვა ფაქტორებებთან ერთად) უბიძგებს მათ, უპირატესობა მიანიჭონ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას დასავლეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციასთან შედარებით.


რუსული ენა და კულტურა. ბევრი ქართველი, განსაკუთრებით ძველი თაობის წარმომადგენელი, ფლობს რუსულ ენას და რუსულ კულტურასთან მეტ სიახლოვეს გრძნობს, ვიდრე დასავლურთან. ეს შეიძლება რუსეთის მიმართ კეთილგანწყობის რესურსად გამოდგეს; უფრო კონკრეტულად, ამან შესაძლოა გაზარდოს ქართველების მიმღებლობა რუსული მედიის მიერ გავრცელებული გზავნილებისადმი.


ამ სფეროშიც ზოგადი ტენდენციაა რუსული ენისა და კულტურის ცოდნის ეტაპობრივი შესუსტება. საგანმანათლებლო სისტემაში ინგლისური იქცა მეორე სავალდებულო ენად, ხოლო რუსული მესამე და არჩევითი ენის სტატუსამდე დაქვეითდა (ის კონკურენციას უწევს გერმანულს, ფრანგულს და ა. შ.). რუსული კარიერული წინსვლის ენად აღარ განიხილება და ახალგაზრდა ამბიციური ქართველები განათლების მიღების გზებს უფრო ევროპასა და შეერთებულ შტატებში ეძებენ, ვიდრე რუსეთში.[51]

ამის მიუხედავად, რუსული ენა საქართველოში მაინც უფრო ფართოდაა გავრცელებული, ვიდრე ინგლისური: 2019 წლის კვლევის თანახმად, რუსული სამჯერ მეტმა ადამიანმა იცოდა,  ვიდრე ინგლისური (61%-მა აღნიშნა, რომ გარკვეულ დონეზე ფლობდა რუსულს, ხოლო 22% — ინგლისურს).[52] რუსეთიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მზარდმა ტურიზმმა გაზარდა რუსულენოვან პირებზე მოთხოვნა მომსახურების სფეროში. ამან გააძლიერა წარმოდგენა, რომ რუსულის ცოდნა კვლავ გამოსადეგია. ასე რომ, რუსული ენისა და კულტურის ფაქტორი ჯერ კიდევ არსებობს და ასე ერთიანად არ გაქრება. მეორეს მხრივ, გარდა იმისა, რომ უცხო ენების ცოდნის ბალანსი თანდათანობით იცვლება ინგლისურის სასარგებლოდ ენის, მნიშვნელოვანია სოციალური სტატუსის მდგენელიც: ინგლისური ენის ცოდნა უფრო ელიტისადმი კუთვნილების ნიშანია, განსაკუთრებით, 2000-იან და შემდგომ წლებში სოციალიზებული თაობისთვის. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ზემოთ ციტირებულ კვლევაში გამოკითხულთა 77%-მა მხარი დაუჭირა ინგლისური ენის სავალდებულო ენად დამკვიდრებას სკოლებში და მხოლოდ 13%-მა რუსულს მიანიჭა უპირატესობა. ინგლისურენოვნები საქართველოში შეიძლება ნაკლები იყვნენ რუსულენოვნებთან შედარებით, მაგრამ ისინი უფრო გავლენიანნი არიან. თაობათა ცვლასთან ერთად ეს ტენდენცია გაძლიერდება.


ამ ტენდენციის ერთ-ერთი შედეგი ისაა, რომ თუმცა რუსულენოვან მედიას საქართველოში რაღაც გავლენა აქვს, ეს გავლენა მეტად შეზღუდულია. საქართველოს მოსახლეობაზე გათვლილ პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ ქმედებებში რუსეთი რუსულენოვან წყაროებს დიდად არ ეყრდნობა. რუსული ტელეარხების აკრძალვა არასდროს მომხდარა, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ ძირითადი რუსული არხები, რომლებიც პოლიტიკურ ამბებს გადმოსცემდა, პრაქტიკულად ამოიღეს საკაბელო ტელევიზიის პაკეტებიდან, შენარჩუნდა მხოლოდ გასართობი არხები. 2014 წლიდან ეს არაფორმალური შეზღუდვები შესუსტდა[53] და რუსული ტელეარხების მაყურებელი კვლავ გაიზარდა.[54] თუმცა, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რუსულენოვანი ტელევიზიით გაჟღერებული მოსაზრებები განსაკუთრებულ გავლენას ახდენდეს ქართველ აუდიტორიაზე.


თუ დავუჯერებთ კვლევას ანტიდასავლურულტრა-მემარჯვენე მედიაზე, რომელსაც, შესაძლოა, რუსეთი უჭერდეს მხარს ან, სულ მცირე, რუსული პროპაგანდის შინაარსებთან მიახლოვებულ გზავნილებს ავრცელებს, ”რუსული მედია (როგორიცაა Sputnik, RT, NTV, რუსეთი 1 და ა. შ.) მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს მოქალაქეებში კრემლის ნარატივების გავრცელებაში. ისინი კრემლის ნარატივებით ასაზრდოებენ ადგილობრივ პრორუსულ მედიას, კერძოდ კი, ე. წ. ფრინჯ-მედიას; ასევე რუსული წყარო შეიძლება ადგილობრივმა მეინსტრიმმა და ადგილობრივმა მედიამ მოიხსენიოს“.[55] თავისი ნარატივის გავრცელებისას რუსი პროპაგანდისტები ძირითადად ეყრდნობიან ადგილობრივ ქართულენოვან მედიას, რომელიც ღიად ანტიდასავლური და ანტილიბერალურია, მაგრამ, ბევრის აზრით, შეფარულად პრორუსულიცაა, რადგან მისი შინაარსი ხშირად რუსული წყაროებიდანაა ნასესხები.


ამ მხრივაც ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში განსხვავებული მდგომარეობაა. ქართველ სომეხთა და აზერბაიჯანელთა უმეტესობა არ ფლობს ქართულს და ბევრი მათგანისთვის  lingua franca კვლავ რუსულია. ეს რუსული ენის გამოყენების სფეროს ზრდის. უმცირესობებთან საუბრისას საქართველოს სახელმწიფოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ხშირად რუსულ ენას იყენებენ. სახელმწიფო აფინანსებს რუსულ-, სომხურ- და აზერბაიჯანულენოვან პროგრამებს საზოგადოებრივ ტელევიზიაში. ახალი ამბების და ინფორმაციის მისაღებად ეს ხალხი ძირითადად სომხურ და აზერბაიჯანულ, მაგრამ ასევე რუსულენოვან მედიაზეა დამოკიდებული; აქედან გამომდინარე, ისინი უფრო იოლად ექცევიან იმ პოლიტიკური ნარატივების გავლენის ქვეშ, რომელთა გავრცელებას რუსეთის მთავრობა უწყობს ხელს მისგან კონტროლირებადი ან გავლენის ქვეშ მყოფი მედიასაშუალებებით. ქართულ მედიას ნაკლებად შეუძლია ასეთი გავლენა გააწონასწოროს.[56] აქ ბუნებრივია დავინახოთ კორელაცია იმ ფაქტთან, რომ, მთლიან მოსახლეობასთან შედარებით, ეთნიკური უმცირესობები ნაკლებად უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციას და რუსეთის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას უფრო ანიჭებენ უპირატესობას.[57]


საერთო რელიგია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში დომინანტი რელიგიური ორგანიზაციაა; ითვლება, რომ მას ყველაზე მაღალი მორალური ავტორიტეტი აქვს. მისი წინამძღოლი, პატრიარქი ილია მეორე შეიძლება ქვეყნის ყველაზე პატივსაცემ პიროვნებად მივიჩნიოთ. ამავე დროს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც რუსეთის რბილი ძალის ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს, ან მეტიც, ”რუსეთის გავლენის ინსტრუმენტს”[58].


ეკლესია ღიად პრორუსული ორგანიზაცია არ არის. პატრიარქი და წმინდა სინოდი მხარდაჭერას გამოხატავენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ[59] და საქართველოს ტერიტორიების რუსულ ოკუპაციას ხშირად მოიხსენიებენ პრობლემად. ეს საშუალებას გვაძლევს, ავხსნათ ერთი შეხედვით პარადოქსული ვითარება: თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხშირად რუსეთის გავლენის იარაღად განიხილება, ყველა გამოკითხვაში ეკლესიის მიმართ მაღალ ნდობასთან ერთად ჩანს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.[60]


მეორე მხრივ, ზოგიერთ (თუმცა არცთუ ბევრ) მაღალი დონის სასულიერო პირს პრორუსული მოსაზრებები ღიად გამოუხატავს. გაცილებით მეტი მათგანი რეგულარულად აკრიტიკებს დასავლეთს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავის მორალურ ავტორიტეტს იყენებს, რომ შექმნას დასავლეთის, როგორც უზნეობის გამავრცელებელი ძალის იმიჯი, რომელიც ძირს უთხრის ტრადიციულ ქართულ და მართლმადიდებლურ ღირებულებებს. გარდა იმ სასულიერო პირებისა, ვინც ამ მოსაზრებებს გამოთქვამს, მრავალი ნატივისტური ანტილიბერალური ჯგუფი ფორმალურად ან არაფორმალურად ეკლესიასთანაა დაკავშირებული.


დასავლეთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება სრულად შეესაბამება რუსეთის ეკლესიის და რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის ნარატივს. ამ ნარატივის თანახმად, დასავლეთი მორალურად გახრწნილი, საქართველოს მიმართ კულტურულად უცხო და გულგრილია, რუსეთი კი- კულტურულად ახლობელი. ერთმორწმუნეობა ამ კულტურული ნათესაობის ყველაზე მნიშვნელოვან გამოხატულებად წარმოდგება.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხარს უჭერს რუსეთს "საეკლესიო გეოპოლიტიკის" საკითხებშიც, რაც გულისხმობს მეტოქეობას რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის. თუმცა, კათოლიკური ეკლესიისგან განსხვავებით, მართლმადიდებელ სამყაროს გლობალური ცენტრალიზებული ორგანიზაცია არ გააჩნია  და ავტოკეფალურ ეკლესიათა ოჯახის სახით არსებობს, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ტრადიციულად აღიარებულია, როგორც primus inter pares ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების სხვა წინამძვრებთან მიმართებაში. მეორეს მხრივ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც მართლმადიდებლურ სამყაროში ყველაზე დიდი და, ამავე დროს, კრემლის გეოპოლიტიკური ამბიციების გამტარებელი, კონსტანტინოპოლს ფაქტობრივ პირველობას ეცილება.[61]


ეს დაპირისპირება ყველაზე მკაფიოდ ორ საკითხში გამოიხატა. უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბოიკოტი გამოუცხადა კრეტაში2016 წელს გამართულ მართლმადიდებელ ეკლესიათა მსოფლიო კრებას, პირველ ასეთ შეკრებას 787 წლის შემდეგ, და სავალდებულოდ არ მიიჩნია მისი გადაწყვეტილებები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთი იყო დანარჩენ სამ ავტოკეფალურ ეკლესიათაგან, რომლებიც ბოიკოტს შეუერთდნენ.[62] კიდევ უფრო მწვავე დაპირისპირება გამოიწვია კონსტანტინოპოლის 2018 წლის გადაწყვეტილებამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ, რამაც რუსეთის ეკლესიის რისხვა გამოწვია. ამის საპასუხოდ, მან გაწყვიტა კავშირი კონსტანტინოპოლთან.[63] საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასე შორს არ წასულა, მაგრამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია არც მან ცნო[64].


რა განაპირობებს საეკლესიო იერარქიის ძირითადად ანტიდასავლურ, ღიად თუ ფარულად პრორუსულ განწყობას? ისტორიული დაპირისპირება ქრისტიანობის აღმოსავლურ და დასავლურ ვერსიებს შორის მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი ფაქტორია: ამით ვერ ავხსნით, თუ რატომ უდგას მხარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის ეკლესიას კონსტანტინოპოლთან დავაში. საბჭოთა მემკვიდრეობამ შეიძლება ეს გარემოება უკეთ ახსნას: გასაგები მიზეზების გამო, ქართველი სამღვდელოება, განსაკუთრებით უფროსი თაობა, რომელიც გაბატონებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიაში, უფრო ძლიერადაა გადაჯაჭვული რუსეთის ეკლესიასთან საგანმანათლებლო და პირადი კავშირების გამო. ასეთი კავშირები უფრო სუსტია ახალგაზრდა სასულიერო პირების შემთხვევაში, ამიტომ ამ თაობაში პრორუსული სიმპათიები ნაკლებად ძლიერია.


სტალინის ფიგურა. იოსებ სტალინის პიროვნების, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის მაკავშირებელი რგოლის მნიშვნელობა სათანადოდ შეფასებული არ არის. იგი საკულტო ფიგურაა ორივე საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილებისათვის. ორივე შემთხვევაში ეს საკულტო სტატუსი უკავშირდება არა კომუნისტურ იდეოლოგიას, არამედ ნაციონალიზმს, თუმცა ეს ძალიან განსხვავებული ტიპის ნაციონალიზმებია. არცერთ მათგანში არ იგულისხმება ნაციონალიზმი ამ სიტყვის კლასიკური გელნერისეული გაგებით, ანუ ერი-სახელმწიფოს იდეოლოგია. რუსეთში სტალინი იმპერიულ სიდიადესთანაა ასოცირებული: სწორედ სტალინის დროს მიაღწია რუსეთმა თავისი საერთაშორისო ძალაუფლების მწვერვალს, ის ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა ნახევარ ევროპაზე და, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, გლობალური საერთაშორისო ურთიერთობების ორპოლუსიან სისტემაში ერთ-ერთ პოლუსს წარმოადგენდა. ქართველებისთვის სტალინი ქართული ეთნიკური წარმომავლობის ძალმოსილებას განასახიერებს: მას არ ყავს კონკურენტი, როგორც ისტორიაში ყველაზე დიად ქართველს, თუ ”სიდიადეს” ძალაუფლების მასშტაბით და გლობალური გავლენის ხარისხით განვსაზღვრავთ. ჰეგელის ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, ის ერთადერთი ქართველია, ვინც მსოფლიო-ისტორიული პიროვნება გახდა; ალბათ, სხვა არც არასდროს იქნება. აქედან გამომდინარე, სტალინი (ზოგი) ქართველისა და(ზოგი) რუსისთვის არა მხოლოდ ერთ-ერთი დიდი ქართველი ან დიდი რუსია, არამედ მათი ყველაზე დიდი გმირია. თუ ამ საკულტო სტატუსს გავიზიარებთ, ეს ორ ერს შორის კავშირის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.


მეორეს მხრივ, თუ ამ ფიგურას ორი ქვეყნის ეროვნული პროექტების რაკურსით შევხედავთ, მისი სტატუსი მეტად განსხავებული ქნება. რუსეთის იმპერიული სიდიადის მეხოტბისთვის სტალინის გამორჩეულობა უდავოა: კარგ იმპერიალისტებს მათი გმირების ეთნიკური წარმომავლობა არ უნდა აწუხებდეთ და, ჩვეულებრივ, არც აწუხებთ. ცხადია, ის ლიბერალურად მოაზროვნე მედასავლეთე რუსებისთვის მისაღები ვერ იქნება, მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია. ქართული პერსპექტივიდან, სტალინის სიდიადის აღიარება გაცილებით უფრო პრობლემურია. თუ ქართველი ნაციონალისტი ზემოხსენებული გელნერისეული გაგებიდან ამოდის, ანუ ქართული ერი-სახელმწიფოს მომხრეა, მისთვის სტალინი მოღალატე და ბოროტმოქმედია და არა გმირი. 1921 წელს იგი საკუთარი ქვეყნის დასაპყრობად მოსულ ბოლშევიკური რუსეთის ძალებს ედგა სათავეში.


სტალინი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ეროვნულ გმირად, თუ საქართველო დათანხმდება პოლიტიკური სატელიტის სტატუსს რუსეთის სამყაროს შიგნით, თუმცა, ამავე დროს, თავის ეთნიკურ და კულტურულ თვითმყოფადობას შეინარჩუნებს და დაიცავს. ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ სტალინის თაყვანისცემის პიკი საბჭოთა პერიოდს ემთხვევა: სწორედ საბჭოთა საქართველოში გახდა სტალინი ქართული ნაციონალიზმის პოპულარული სიმბოლო. შეგვიძლია დავასახელოთ კონკრეტული თარიღი, რის შემდეგაც ის ასეთად იქცა: ეს იყო 1956 წლის მარტი, როდესაც საბჭოთა კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვის ანტისტალინური გამოსვლის საპასუხოდ ქართველები სპონტანურ საპროტესტო დემონსტრაციებზე გამოვიდნენ, რასაც რეჟიმმა სისხლიანი რეპრესიით უპასუხა.[65] ამის შემდეგ სტალინის ნახევრადჩახშობილი კულტი ეთნიკური ქართული ნაციონალიზმის ნიშანი გახდა: ქართველებმა თავი გააიგივეს თავისიანთან, ვინც რუსეთი მუჭში მოიქცია, შემდეგ კი"უმადურმა რუსებმა" კვარცხლბეკიდან ჩამოაგდეს, რადგან ვერ შეეგუენ იმ ფაქტს, რომ რუსეთმა სიდიადეს ქართველი გენიოსის წყალობით მიაღწია.


თუმცა, როდესაც გორბაჩოვის ლიბერალიზაციის პერიოდში „ნამდვილ“, ანუ პოლიტიკურ ქართულ ნაციონალიზმს გამოხატვის საშუალება მიეცა, მან თანდათან შეავიწროვა ნაციონალიზმის სუროგატული, სტალინის კულტში გამოხატული ფორმა. ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ როგორც მარგინალური ფენომენი, ფოლკლორული ნაციონალიზმის ვარიაცია, რომელიც ძირითადად ნაკლებად განათლებულ და ხანდაზმულ ადამიანებთან ასოცირდება. ის ელიტების მიერ შემუშავებული ქართული პოლიტიკური ნაციონალიზმის პროექტმა დაჩრდილა. თუმცა, ის კვლავ შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც რუსული რბილი ძალის რესურსი, რადგან იგი რუსეთთან ისტორიულ კავშირს ქართულ ეთნიკურ სიამაყეს აბამს. რაც შეეხება რუსეთს, აქ პოსტსაბჭოთა პერიოდში აღორძნდა სტალინის, როგორც ეროვნული ფიგურის კულტი.[66]


სტალინის ფიგურისადმი ამბივალენტური დამოკიდებულება ეკლესიის წარმომადგენელთა პარადოქსულად წინააღმდეგობრივ შეფასებებშიც ვლინდება.[67] ზოგიერთი მათგანი, მათ შორის პატრიარქი ილია მეორე, ღიად აქებს მას, როგორც ნამდვილ ქართველ პატრიოტს, მავნე დასავლური გავლენის წინააღმდეგ მებრძოლს და რელიგიურ მორწმუნესაც კი, რომელმაც1920-იანი და30-იანი წლების რეპრესიების შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესია აღადგინა.[68] ეკლესიის ძალადობრივი დევნით გამორჩეული რეჟიმის ლიდერისადმი ასეთ პატივისცემას ვერაფრით გავიგებთ, თუ მას რელიგიური პოზიციიდან განვიხილავთ. მაგრამ თუ ეკლესიას შევხედავთ, როგორც საბჭოთა წარსულში ფესვგადგმული ეთნიკური ქართული ნაციონალიზმის მატარებელს, ასეთი განწყობა ნაკლებ გასაკვირი ხდება.


სოციალური ტრანსფორმაციებით უკმაყოფილება, ლიბერალიზმის უარყოფა და პოსტსაბჭოთა ნოსტალგია. კულტურულმა ფაქტორებმა, როგორიცაა ენა და რელიგია, შესაძლოა ხელი შეუწყოს რუსული რბილი ძალის გავლენას, მაგრამ ისინი არც ისე ძლიერია  და მათი როლი ამ მხრივ თანდათან სუსტდება. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია საერთო საბჭოთა წარსულის ფაქტორი. მას შეიძლება როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური გავლენა გააჩნდეს. ერთ მხრივ, საბჭოთა წარსული განიხილება როგორც ”ბნელი ხანა”, რომლის მემკვიდრეობისგან უნდა განვიწმინდოთ და რომელიც უნდა გადავლახოთ: ეს პროდასავლური ლიბერალური და ნაციონალისტური ელიტების დისკურსია. თუმცა, შესაძლოა, სხვა მის, როგორც სტაბილურობის, პროგნოზირებადობისა და სოციალური გარანტიების დროის მიმართ ნოსტალგიით განიმსჭვალოს. თუ პირველი დამოკიდებულება გაიმარჯვებს, დღევანდელ რუსეთს საქართველოში რბილი ძალა ნაკლებად ექნება; მაგრამ თუ ხალხს ძველი, ტკბილი დრო მოენატრა, ან — ახალგაზრდა თაობის შემთხვევაში — მიჩნევს, რომ საბჭოთა პერიოდი ჯობდა იმ ქარტეხილებით აღსავსე გზას, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე გამოიარა, მაშინ დღევანდელი რუსეთი შესაძლოა ნამდვილი მიმზიდველობის ადგილად გამოჩნდეს, რადგან საქართველოსთვის საბჭოთა კავშირის წარსული ასევე რუსული წარსულია, ხოლო პუტინის იდეოლოგიის მთავარი ნაწილი საბჭოთა წარსულის განდიდება და რუსეთის (საბჭოთა კავშირის დროინდელი აზრით) სიდიადის დაბრუნებაა.


ამ საკითხში, ქართული საზოგადოება ამბივალენტურია. ერთი მხრივ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის იდეას სტაბილური და ძლიერი მხარდაჭერა აქვს, რაც შეიძლება იმის აღიარებად მივიჩნიოთ, რომ განვითარების დასავლური მოდელი საქართველოსთვის ერთადერთი სწორი გზაა. მეორე მხრივ, საბჭოთა ნოსტალგიაც არსებობს. 2019 წლის ივლისის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 49%-ს სსრკ-ს დაშლა საქართველოსთვის კარგ მოვლენად მიაჩნდა, ხოლო 41%-ს — ცუდად. ეს რიცხვები საკმაოდ სტაბილური იყო2017-19 წლებში.[69] ამ უკანასკნელი41%-დან პუტინის რუსეთი ყველას არ მიიზიდავს, მაგრამ ბუნებრივია, ვივარაუდოთ, რომ სწორედ მოსახლეობის ამ სეგმენტში აქვს რუსულ პროპაგანდას წარმატების მეტი შანსი.


__________________________________________________________________________________________


[1] Nye, J. S. Jr. (1990) “Soft Power”, Foreign Policy, 80: გვ. 153-171.

[2] Hill, F. (2006) “Moscow Discovers Soft Power”, Current History, გვ. 342.

[3] Tsygankov, P. A. (2013) “Russia’s Soft Power Strategy”, Current History, გვ. 259.

[4] Pomerantsev, P. (2014) Nothing Is True and Everything Is Possible: The Surreal Heart of the New Russia. New York: Public Affairs; Cooley, A. (2015.) ‘Countering Democratic Norms’, Journal of Democracy, 26(3): 49-63; Shekhovtsov, A. (2018) Russia and the Western Far Right: Tango Noir. London and New York: Routledge; Walker, C. and Ludwig, J., რედ. (2017) Sharp Power: Rising Authoritarian Influence. Washington, D.C.: National Endowment for Democracy.

[5] Nye, J. S. Jr. (1990) “Soft Power”, Foreign Policy, 80, გვ. 167.

[6] Kontorovich, V. (1993) “The Economic Fallacy”, The National Interest, 31, Special Issue: The Strange Death of Soviet Communism: An Autopsy, გვ. 35-45.

[7] Sestanovich, S. (1993) “Did the West Undo the East?”, The National Interest, 31, Special Issue: The Strange Death of Soviet Communism: An Autopsy, გვ. 26-34.

[8] Nye, J. (1989) “Get Smart: Combining Hard and Soft Power.” Foreign Affairs, 88 (4): გვ. 160-63.

[9] Fukuyama, F. (1989), “The End of History?”, National Interest, 16: გვ. 3-18.

[10] Fukuyama, F. (1992) The End of History and the Last Man. New York: Free Press.

[11] როგორც თავად ნაიმ აღნიშნა (ჩინეთზე საუბრისას), “საუკეთესო პროპაგანდა პროპაგანდის არარსებობაა” - Nye, J.S. (2012) “China’s Soft Power Deficit”, Wall Street Journal, available at http://www.wsj.com/articles/SB10001424052702304451104577389923098678842.

[12] Walker, C. and Ludwig, J. (2017) “The Meaning of Sharp Power: How Authoritarian States Project Influence”, Foreign Affairs, November 16, 2017, https://www.foreignaffairs.com/articles/china/2017-11-16/meaning-sharp-power.

[13] Nye, J. S. Jr, “How Sharp Power Threatens Soft Power: The Right and Wrong Ways to Respond to Authoritarian Influence”, Foreign Affairs, January 24, 2018, https://www.foreignaffairs.com/articles/china/2018-01-24/how-sharp-power-threatens-soft-power?cid=nlc-fa_twofa-20180125.

[14] Cottee, S. (2015) “Pilgrims to the Islamic State: What Westerners migrating to ISIS have in common with Westerners who sympathized with communism”, The Atlantic, July 24, 2015. https://www.theatlantic.com/international/archive/2015/07/isis-foreign-fighters-political-pilgrims/399209/.

[15] Kurlantzik, J. (2013) Democracy in Retreat: The Revolt of the Middle Class and the Worldwide decline of Representative Government. New Haven and London: Yale University Press.

[16] Rid, T. (2020) Active Measures: The Secret History of Disinformation and Political Warfare. New York: Farrar, Straus and Giroux.

[17] Lloyd, J. and Litinova, D. (2018) “The Reality of Russia’s Soft Power”, The American Interest, March 21, 2018, available at: https://www.the-american-interest.com/2018/03/21/putins-soft-power/.

[18] Kornylov, A. and Makarychev, A. (2015) “Russia’s Soft Power in the South Caucasus: Discourses, Communication, Hegemony”. წიგნში: A. Agadjanian, A. Jiidicke and E. van der Zweerde (რედ.), Religion, Nation and Democracy in the South Caucasus. London and New York: Routledge; Slobodchikov M. O. and Douglas Davis, G. (2017) “Roots of Russian Soft Power: Rethinking Russian National Identity”, Comparative Politics, 8 (2): გვ.19-35, და სხვ.

[19] Foreign Policy Concept of the Russian Federation, February 12, 2013. https://www.rusemb.org.uk/in1/; Foreign Policy Concept of The Russian Federation, November 30, 2016. http://www.mid.ru/en/foreign_policy/official_documents/-/asset_publisher/CptICkB6BZ29/content/id/2542248

[20] Dolinskiy, A. “How Moscow Understands Soft Power”, Russia Direct web-portal, June 21, 2013. https://russia-direct.org/analysis/how-moscow-understands-soft-power; Kornylov and Makarychev, “Russia’s Soft Power…”, 242.

[21] Lukianov, F. “Why Russia’s Soft Power Is too Soft”, Russia in Global Affairs 1 February 2013, https://eng.globalaffairs.ru/redcol/Why-Russias-Soft-Power-Is-Too-Soft-15845.

[22] Cornell, S. (2020) “How Did Armenia Badly Miscalculate Its War with Azerbaijan”, The National Interest, 19 November 2020, https://jinsa.org/how-did-armenia-so-badly-miscalculate-its-war-with-azerbaijan/

[23] Kornylov, A. and Makarychev, A. (2015) “Russia’s Soft Power in the South Caucasus: Discourses, Communication, Hegemony”. In: A. Agadjanian, A. Jiidicke and E. van der Zweerde (რედ.), Religion, Nation and Democracy in the South Caucasus. London and New York: Routledge. გვ. 242-243.

[24] Shekhovtsov, A. (2018) Russia and the Western Far Right: Tango Noir. London and New York: Routledge.

[25] German, T. (2012) “Securing the South Caucasus: Military Aspects of Russian Policy towards the Region since 2008”, Europe-Asia Studies, 64: გვ. 1650-1666; Sushentsov, A. & Neklyudov, N. (2020) “The Caucasus in Russian foreign policy strategy“, Caucasus Survey, 8 (2): გვ. 127-141

[26] Cornell, S. E., Tsereteli, M. and Socor ,V. (2005) “Geostrategic Implications of the Baku-Tbilisi-Ceyhan Pipeline.” In: S. Frederick Starr, Svante and E. Cornell (რედ.) The Baku-Tbilisi-Ceyhan Pipeline: Oil Window to the West. Washington: Central Asia – Caucasus Institute. გვ. 17-38.

[27] Giragosian, R. (2014) “Armenia’s Strategic U-Turn.” In: Andrew Wilson (ed.) Protecting the European Choice. ECFR. გვ. 59-67.

[28] MacFarlane, S.N., (2016) “Georgia’s Security Predicament.” წიგნში: Ghia Nodia (რედ.) 25 Years of Independent Georgia: Achievements and Unfinished Projects. Tbilisi: Konrad Adenauer Stiftung, Ilia State University Press. გვ. 208-36.

[29] Broers, L. (2020) “Russia’s Peace Imposed on Armenia-Azerbaijan Bloodshed”, Chatham House, 12.11.2020, https://www.chathamhouse.org/2020/11/russias-peace-imposed-armenia-azerbaijan-bloodshed?fbclid=IwAR1Z_wkssbZiWTtCL_haed--p-RFQUiCB5OL3o3SF3ZCsw4ALzaPsC9YajA;

Malashenko, A. (2020) “Russian Peacekeepers are in Karabakh… forever” [Rossijskiye mirotvortsi v karabakhe… navsegda], Newcaucasus.com, 09.12.2020, https://newcaucasus.com/politics/19594-aleksej-malashenko-rossijskie-mirotvorczy-v-karabahe-navsegda.html.

[30] Nodia, G. (2017) “Georgia’s Pro-Western Policies: An Obsession or a Pragmatic Choice.” წიგნში: Shireen T. Hunter (ed). The New Geopolitics of the South Caucasus: Prospects for Regional Cooperation and Conflict Resolution. Lanham, Boulder, New York, London: Lexington Books. გვ. 65-98.

[31] Gvalia, G., Siroky, D., Lebanidze, B. and Iashvili, Z. (2013), “Thinking Outside the Bloc: Explaining the Foreign Policy of Small States”, Security Studies 22(1): გვ. 98-131; Kakachia, K. and Minesashvili, S. (2015)“Identity politics: Exploring Georgian foreign policy behavior”, Journal of Eurasian Studies 6: გვ. 171-180.

[32] Nodia, G. (2012) “The August 2008: main consequences for Georgia and its conflicts”, Nationalities Papers, 40 (5): გვ. 721-738.

[33] “0,6%-იანი კლება მშპ-ში - როგორი იქნება რუსეთთან ავიამიმოსვლის აკრძალვის გავლენა” – Business Media Georgia, 12.07.2019 https://www.bm.ge/ka/article/06-iani-kleba-mshp-shi---rogori-iqneba-rusettan-aviamimosvlis-akrdzalvis-gavlena-/36886; 2019 წელს საქართველოში 9.4 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა[9.4 mln visitors came to Georgia in 2019] – Forbes Georgia, 13.01.2020.

[34] «Путин заявил о необходимости развивать контакты с гражданским обществом Грузии” [Putin spoke on the necessity to develop contacts with Georgia’s civil society], Interfax.ru 25.09.2008, http://www.interfax.ru/russia/35277.

[35] ნოდია, გ. (2020) ანტილიბერალური ნატივისტური გამოწვევა საქართველოსთვის: რამდენად დიდია ის და რა შეიძლება გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით? მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, თბილისი. http://www.cipdd.org/index. php?Cat=HeaD_FuLL&ID=683&LanG=.

[36] ტუღუში, ლ. (რედ.) (2016) რუსეთის ხისტი და რბილი ძალის საფრთხეები საქართველოში. https://ei-lat.ge/wp-content/uploads/2020/09/პოლიტიკის-დოკუმენტი-რუსეთის-ხისტი-და-რბილი-ძალის-საფრთხეები-საქართველოში.pdf; ტუღუში, ლ., თურმანიძე, კ., გაგუა, მ., ხუნდაძე, ც., ანანეიშვილი, გ., ზურაბიშვილი თ., (უთარიღოდ). ანტილიბერალური პოპულიზმი და რუსული გავლენის საფრთხე საქართველოს რეგიონებში. თბილისი: ლიბერალური აკადემია თბილისი. https://ei-lat.ge/wp-content/uploads/2020/09/ანტილიბერალური-პოპულიზმი-და-რუსული-გავლენის-საფრთხე-საქართველოს-რეგიონებში.pdf; Kapanadze, S. (2015) “Russia’s Soft Power in Georgia – A Carnivorous Plant in Action.” წიგნში: Toms Rostoks and Andris Spruds (რედ.) The Different Faces of "Soft Power": The Baltic States and Eastern Neighborhood between Russia and the EU/ Ed. Riga: Latvian Institute of International Affairs. pp. 162-283; Gozalishvilil, N. (2018), “Counterbalancing EU and Russian Soft Power Practices in Georgia”, Romanian Journal of Society and Politics, 2: გვ. 60-83; Dzvelisvhili, N. and Kupreishvili, T. (2015) Russian Influence on Georgian NGOs and Media. Tbilisi: IDFI, Tbilisi. https://idfi.ge/en/russian-influence-of-georgian-ngos-and-media, და სხვ.

[37] “Georgia Russian Center”, Alexander Gorchakov Public Diplomacy Fund, https://gorchakovfund.ru/en/georgia/.

[38] Dzvelisvhili, N. and Kupreishvili, T. (2015) Russian Influence on Georgian NGOs and Media. Tbilisi: IDFI, Tbilisi. https://idfi.ge/en/russian-influence-of-georgian-ngos-and-media; European Values Center for Security Policy (2021) Mapping Research: Comparing Foreign Influence in Georgia, Tbilisi: European Values Center for Security Policy. https://www.europeanvalues.cz/en/mapping-research-comparing-foreign-influence-in-georgia/.

[39] Shekhovtsov, A. (2018) Russia and the Western Far Right: Tango Noir. London and New York: Routledge; Weiner, T. (2020) The Folly and the Glory: America, Russia, and Political Warfare, 1945–2020. N.Y.: Henry Holt

[40] Tsygankov, “Russia’s Soft Power Strategy”, გვ. 259.

[41] The World Bank, “GDP Per Capita (current US$)”, https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.PCAP.CD.

[42] Kapanadze, Sergi, დასახ. ნაშრ, გვ. 164.

[43] “10 ქვეყანა, საიდანაც იანვარში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა”, ტაბულა, 15.02.2021, https://tabula.ge/ge/news/662196-10-kveqana-saidanats-ianvarshi-qvelaze-meti.

[44] European Commission, “Visa liberalisation with Moldova, Ukraine and Georgia”, https://ec.europa.eu/home-affairs/what-we-do/policies/international-affairs/eastern-partnership/visa-liberalisation-moldova-ukraine-and-georgia_en.

[45] იხ. მაგ, “საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ”, სივილ ჯორჯია 12.02.2021, https://civil.ge/ka/archives/397043.

[46] “Georgia breaks ties with Russia”, BBC News 29.08.2008, http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/7588428.stm.

[47] Kapanadze, დასახ. ნაშრ., გვ. 165.

[48] Rowland, R. H. (2006) “National and Regional Population Trends in Georgia, 1989-2002: Results from the 2002” Census, Eurasian Geography and Economics, 47(2): 221-242.

[49] სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი), “მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, 28.04.2016, http://census.ge/files/results/Census%20Release_GEO.pdf.

[50] აივაზიანი, ა. (2021) “რუსეთი, როგორც გადარჩენის გზა? რეპორტაჟი ჯავახეთიდან”, Jam-News 09.02.2021, https://jam-news.net/ge/ruseti-rogorc-gadarchenis-gza-reportadji-javakhetidan/.

[51] Robinson, M. and  Ivanishvili, N. (2010) “In Georgia, English replaces retreating Russian”, Reuters 15.09.2010, https://www.reuters.com/article/us-georgia-language-idUSTRE68E2K220100915; Maisuradze, T. (2016) “Russian Language in Georgia: Not Number One”, Jam-News 21.12.2016, https://jam-news.net/russian-language-in-georgia-not-number-one/.

[52] “CRRC: საქართველოში რუსულ ენას 3-ჯერ მეტი ადამიანი ფლობს, ვიდრე ინგლისურ ენას” – On.ge 30.02.2020, https://on.ge/story/49580-crrc-საქართველოში-რუსულ-ენას-მაღალ-დონეზე-უფრო-მეტი-ადამიანი-ფლობს-ვიდრე-ინგლისურ-ენას.

[53] ვახტანგაშვილი, ნ. (2015) “მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში რუსული არხები ჩართეს,” FastCheck, March 21, 2015, http://factcheck.ge/en/article/russian-tv-channels-are-now-allowed-to-broadcast-in-georgia.

[54] “რუსული ტელეარხების პოპულარობა იზრდება”, JAM-News 30.04.2016, https://jam-news.net/ge/რუსული-ტელეარხების-პოპულ/.

[55] Kremlin Influence Index: Joint Research Report, Kyiv, 2017, p. 8. https://www.mythdetector.ge/sites/default/files/2017-06/dm_iik_engl-compressed.pdf.

[56] Akerlund, T. (2012) National Minorities and the Media Situation in Georgia, ECMI Working Paper #52, January 2012, https://www.ecmi.de/publications/ecmi-research-papers/52-national-minorities-and-the-media-situation-in-georgia; Mateu, S. V. (2016) The Armenian Minority in the Samstkhe-Javakheti Region of Georgia: Civic Integration and its Barriers, Policy Paper 2016, https://grass.org.ge/wp-content/uploads/2016/08/Samtskhe-Javakheti-Policy-Paper-proofread-20160723.pdf.

[57] Civil.ge (2019) ““Georgia’s Minorities Have Diverging Views on EU, NATO” – Interview with Laura Thornton”. https://civil.ge/archives/321361.

[58] 2016 Threats of Russian Hard and Soft Power in Georgia, pp.42-45; Gozalishvili, N. (2018)“Counterbalancing EU and Russian soft power practices in Georgia”, The Romanian Journal of Society and Politics, 2: pp. 60-83, p. 12; Mapping Research: Comparing Foreign Influence in Georgia… pp.13-16.

[59] “ილია მეორე: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი გახდეს”. რეპორტიორი. 04.03.2014. http://reportiori.ge/old/?menuid=2&id=18718.

[60] იხ. აშშ ეროვნული დემოკრატული ინსტიტუტის (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) სხვადასხვა წლის კვლევები: www.ndi.org/georgia-polls.

[61] Mankoff, J. “The Orthodox Schism in the Shadow of Empire”, CSIS Commentary 19.10.2018, https://www.csis.org/analysis/orthodox-schism-shadow-empire.

[62] Churches of Antioch and Bulgaria were the other two. “Russian, Georgian Churches To Skip Historic Pan-Orthodox Meeting”, RFERL 13.06.2016, https://www.rferl.org/a/russian-othodox-church-wont-attend-all-orthodox-meeting/27795707.html.

[63] BBC News (2018)“Russian Orthodox Church severs links with Constantinople”, 16.10.2018,

[64] Civil.ge (2019) “Backgrounder: Georgia, Russia and Politics of Ecclesial Occupation”, 27.02.2019, https://civil.ge/archives/276953?fbclid=IwAR37tJ2T1n0XEhbjgHKbK5MYO0eA6kTiyx6jticRbR8hZGGjCzKbvIF6oA0.

[65] Blauvelt T. K. and Smith, J. (eds.) Georgia after Stalin: Nationalism and Soviet Power. London and New York: Routledge

[66] Moscow Times (2019) “Stalin’s Approval Rating among Russians Hits Record High – Poll”, 16.04.2019, https://www.themoscowtimes.com/2019/04/16/stalins-approval-rating-among-russians-hits-record-high-poll-a65245.

[67] Gurchiani, K. (2017) How Soviet is the Religious Revival in Georgia: Tactics in Everyday Religiosity, Europe-Asia Studies, 69(3): pp. 508-531.

[68]“ილია მეორე: რუსეთი ძალიან მიყვარს, სტალინი მორწმუნე იყო”, Netgazeti, 31.07.2013, https://netgazeti.ge/news/24236/; “მეუფე სპირიდონი: სტალინს ძალიან ჰყვარებია ღვთისმიმრქმელის ხატი, საოცრებაა, არა?!” – ტაბულა, 17.02.2021, https://tabula.ge/ge/news/662338-meupe-spiridoni-stalins-dzalian-hqvarebia.

[69] Thornton, L. and Turmanidze, K. (2019) Public Attitudes in Georgia: Results of July 2019 Survey, https://www.ndi.org/sites/default/files/NDI%20July%202019%20poll-Issues_ENG_For%20distribution_VF.pdf

[u1]ველი არ ჯობია?

bottom of page