CRS-poster-01.png

პროექტის შესახებ

პროექტის მიზანია საქართველოში რუსეთის აკადემიური კვლევის ელექტრონული პლატფორმის შექმნა, სადაც გამოცდილ მეცნიერებთან ერთად, ახალგაზრდა მკვლევრებსა და სტუდენტებს შეეძლებათ საკუთარი წვლილი შეიტანონ რუსეთში მიმდინარე თანამედროვე საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების კვლევაში და მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების ამსახველ აკადემიურ დისკურსში. 

 

პროექტი ხორციელდება ოთხ ეტაპად და მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

 

პროექტის პირველი ეტაპი - “რუსეთის კვლევის” კურიკულუმზე მუშაობა. 

 

2020 წლის 26 და 30 ოქტომბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროექტის მრჩევლებთან (სერგეი მედვედევი, ლევ გუდკოვი და ივან კურილა), საქართველოსა და საერთაშორისო უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების პროფესორებთან და მკვლევრებთან. შეხვედრებზე განხილული იყო კურიკულუმი და მასში შემავალი თემები. 

 

პროექტის მეორე ეტაპი - სალექციო კურსი “რუსეთის კვლევებში”

 

2020 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს ჩაუტარდათ სალექციო კურსი “რუსეთის კვლევებში”. მეორე ეტაპის ფარგლებში შეირჩა 32 მონაწილე, ჩატარდა 16 ლექცია. 

 

მომხსენებლები და სალექციო თემები:

 

დავით დარჩიაშვილი - რუსული ელიტა - სტრუქტურულ-იდეური პროფილისათვის

ზურაბ სამარღანიშვილი - რუსული უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია

თამარ თოლორდავა - გენდერული იდენტობის პოლიტიზება პუტინის რუსეთში 

გია ნოდია - აქვს თუ არა რუსეთს რბილი ძალა? საქართველოს მაგალითი

ლევან ბერძენიშვილი - რუსული კულტურა და ჩვენ 

რუსუდან კობახიძე - სტალინის ფენომენი და ანტისაბჭოთა ლიტერატურა 

თამარ კინწურაშვილი - რუსული სამყარო ჩვენში

მიხეილ უკლება - ქართულ-რუსული მოლაპარაკებები და რუსული დელეგაციების პროფილი

ლევან თარხნიშვილი - როგორ შევისწავლოთ რუსეთი სოციოლოგიური კუთხით

გიორგი ბუტიკაშვილი - რუსი ავტორები ჰიბრიდულ ომზე

დავით ჯიშკარიანი - დესტალინიზაციით გამოწვეული ტკივილები

კახა კურტანიძე - პოლიტიკური ისიქაზმი და ‘რუსული სიჩუმე’

მალხაზ სალდაძე - საბჭოთა მეხსიერება, ქართული სახელმწიფო და პუტინის რუსეთი

ჯაბა დევდარიანი - რამაც მათ დაცილებისკენ უბიძგა - რუსულ-ქართული  განხეთქილების ნარატივი

მიხეილ მაჭავარიანი - პოსტ-საბჭოთა ბიზნესი

თორნიკე გორდაძე - რუსეთთან დაკავშირებული მითები დასავლეთ ევროპულ აღქმაში; დასავლური/რუსული კოლონიალიზმის ეფექტი კოლექტიური იდენტობის ჩამოყალიბებაში - შედარებითი მიდგომა


 

მესამე ეტაპი - ტრენინგი ბლოგის წერაში

 

2020 წლის 17 და 19 დეკემბერს, Fox News-ის პოლიტიკის მიმართულების პროდუსერმა, ნანა საჯაიამ, სალექციო კურსის მონაწილეებისთვის ჩაატარა ტრენინგი ბლოგის წერაში. 

 

პროექტის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, 2021 წლის იანვარსა და თებერვალში, პროექტის მონაწილეები რუსეთის კვლევის ცენტრის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებენ ბლოგებს რუსეთში მიმდინარე თანამედროვე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ასევე, CRS-ის ვებ-გვერდისთვის სალექციო კურსის მომხსენებლები მოაზმადებენ ესსეებს, ხოლო პროექტის მრჩევლები- კომენტარებს.